რკონის ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: რკონის ხიდი '''რკონის ხიდი''' – ისტორიული [[ხიდი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:ხიდები საქართველოში]] | [[კატეგორია:ხიდები საქართველოში]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 14:11, 8 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
რკონის ხიდი – ისტორიული ხიდი რკონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე (კასპის მუნიციპალიტეტი). გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ) რკალის ფორმისა (თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ, სიგანე 2,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. თაღის ქვედა პირი შედარებით გრძელი ქვებით არის ნაშენი, ზედა უფრო მომცროთი. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. კონსტრუქციული მოსაზრებით, შუა ნაწილი ნაპირებზე გაცილებით მაღლაა აზიდული. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.