სამხედრო ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია: სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები]] | [[კატეგორია: სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები]] | ||
| + | [[კატეგორია:ხიდი სახეობები]] | ||
14:20, 8 ნოემბერი 2022-ის ვერსია
სამხედრო ხიდი – ბუნებრივ დაბრკოლებებზე (მდინარეებზე, არხებზე, ხევებზე და ა.შ.) ჯარების გადასასვლელი დროებითი საინჟინრო ნაგებობა.
სამხედრო ხიდები დანიშნულების მიხედვით არის – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და ქვეითად მოსიარულეების;
კონსტრუქციის მიხედვით – ხისტსაყრდენიანი (წყალმაღალი, წყალდაბალი და წყალქვეშა), მოტივტივე და კიდული;
მზაობის ხარისხის მიხედვით – სატაბელო (ლითონის მექანიზებული და დასაშლელი) და ადგილობრივი მასალებისაგან დამზადებული.
სამხედრო ხიდს აგებენ საინჟინრო, საგზაო და სარკინიგზო ჯარების სხვადასხვა ფორმირებები, როგორც წინასწარ, ისე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს.