დარიშხანი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია: ქიმიური ელემენტები]] | [[კატეგორია: ქიმიური ელემენტები]] | ||
[[კატეგორია: მეტალოიდები]] | [[კატეგორია: მეტალოიდები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: არამეტალები]] |
13:17, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია
დარიშხანი – ფოლადისფერი მყიფე ნახევარლითონი, მეტალოიდი. სიმბოლოა As. ცნობილია დახლოებით 200-მდე დარიშხანშემცველი მინერალი. ის მცირე კონცენტრაციით ხშირად შედის ტყვიის, სპილენძისა და ვერცხლის მადნების შემადგენლობაში. საკმაოდ ხშირად ბუნებაში გვხვდება დარიშხანის ორი ნაერთი გოგირდთან: ნარინჯისფერ-წითელი გამჭვირვალე რეალგარი AsS და ლიმონისფერ-ყვითელი აურიპიგმენტი As2S3. მინერალი რომელსაც აქვს სამრეწველო მნიშვნელობა არის არსენოპირიტი (დარიშხანის ალმადანი). დარიშხანის უდიდესი ნაწილი მოიპოვება დარიშხანშემცველი ოქროს, ტყვია-თუთიის, სპილენძის ალმადანის და სხვა მადნების პარალელურად დამუშავებისას. არსებობს დარიშხანის მიღების ბევრი ხერხი: ბუნებრივი დარიშხანის სუბლიმაცია, დარიშხანის ალმადანის თერმული დაშლის ხერხი, დარიშხანიანი ანჰიდრიდის აღდგენა და სხვ. დარიშხანისა და მისი ნაერთების გამოყენების არეა: ნახევარგამტარი მასალები, ტყვიის დანამატი საფანტის წარმოებაში, ტიპოგრაფიული შრიფტები, ინსექტიციდები, აირების გაწმენდა, პოლიმერიზაციის რეაქციები, პიროტექნიკა, მერქნის ანტისეპტირება, საღებავები, ტყავის გადამუშავება, სტომატოლოგია და სხვ. დარიშხანი და მისი ყველა ნაერთი წამოადგენს საწამლავს.