გუმბათის ყელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:არქიტექტურული ელემენტები]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ელემენტები]] | ||
| + | [[კატეგორია:გუმბათი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:50, 14 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
გუმბათის ყელი. გერგეტის სამება
გუმბათის ყელი – ტაძრის ან სხვა ნაგებობის ცილინდრული ან მრავალწახნაგა მოცულობა (დაბოლოება, კენწერო), რომლის თავზეც გუმბათია. ასეთ მოცულობაში შიგა სივრცის გასანათებლად სარკმლებია გაჭრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც გუმბათის ყელი კვადრატული შენობის თავზეა ამოყვანილი, კვადრატული საფუძვლისა და გუმბათის ყელის დასაკავშირებლად იყენებდნენ ტრომპს ან აფრას (პანდატივს). თანამედროვე არქიტექტურაში გუმბათის ყელს ათავსებენ სვეტებზე დაყრდობილ რკინაბეტონის სარტყელზე. გავრცელებულია ქართულ, სომხურ, ძველ რუსულ და სხვ. ხუროთმოძღვრებაში.