ელექტროსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელექტროსადგური''' – სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრუ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:ელექტროსადური]]
+
[[კატეგორია:ენერგეტიკა]]
 +
[[კატეგორია:ელექტროსადგურები]]‏‎

მიმდინარე ცვლილება 15:47, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ელექტროსადგური – სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ ენერგიას. ელექტროსადგურები არსებობს: ატომური (თბური ნეიტრონებით, მსუბუქი წყლით, მძიმე წყლით, სწრაფი ნეიტრონებით, გრაფიტის, სუბკრიტიკული, თერმობირთვული), ჰიდრო, ქარის , მზის, აირტურბინული და სხვ.

[რედაქტირება] ატომური ელექტროსადგური

ატომური დანადგარი და მისი მუშაობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ბირთვული ენერგიის გარდასაქმნელად სხვა სახის ენერგიად (ძირითადად ელექტროენერგიად). რეაქტორის ტიპის მიხედვით ატომური ელექტროსადგური არსებობს თბურ და სწრაფ ნეიტრონებზე მომუშავე; გამომუშავებული ენერგიის მიხედვით: ატომური ელექტროსადგური (გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას) და ატომური თბოელექტ-როცენტრალი (გამოიმუშავებს ელექტროენერგიასა და თბურ ენერგიას). ამჟამად, ატომური ელექტროსადგურები მუშაობს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, რომელთაგან ყველაზე დიდი გამოყენება მოიპოვა საფრანგეთში (58 ატომური ელექტროსადგური; გამოიმუშავებს საფრანგე-თისათვის საჭირო ელექტროენერგიის 76%). მომავალში მოსალოდნელია ატომური რეაქტორები შეცვალოს თერმობირთვულმა რეაქტორებმა.

[რედაქტირება] მზის ელექტროსადგური

მზის ელექტროსადგური საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც მზის რადიაციას გარდაქმნის ელე-ქტრულ ენერგიად. მზის რადიაციის გარდაქმნის მეთოდები სხვადასხვაა და დამოკიდებულია ელექტროსადგურის კონსტრუქციაზე. არსებობს მისი სახეები: კოშკური, მოდულური, ტბორული და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები