კამლოოპსის კალმახი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:ცისარტყელა კალმახის ჯიშები]] | [[კატეგორია:ცისარტყელა კალმახის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:კალმახი]] | [[კატეგორია:კალმახი]] | ||
| + | [[კატეგორია: თევზები]] | ||
13:18, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია
კამლოოპსის კალმახი - კომპლოოპსი ცისარტყელა კალმახის ღრმა წყლების ბინადარი ფორმაა. ბინადრობს ბრიტანული კოლუმბიის (კანადა) ღრმა ტბებსა და მდინარეებში. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში; ახასიათებს ადრე შემოდგომის ტოფობა (აგვისტო-ოქტომბერი) და და 2-3 თვით ადრე მწიფდება ვიდრე ჩვეულებრივი ცისარტყელა კალმახი.
საუკეთესო სქესობრივი პროდუქტიულობა აღენიშნებათ 2-3 წლიან მამრებს და 4 წლიან მდედრებს. ქვირითის ინკუბაცია ხდება 6-120C ტემპერატურაზე. ცისარტყელა კალმახთან შედარებით, უფრო პატარა ზომის ქვირითი აქვს, თუმცა ერთნაირ პირობებში, მისი ტოფობა 10-%-ით სწრაფია და უფრო მაღალი სამუშაო ნაყოფიერებით გამოირჩევა.
30C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე კამლოოპსის კალმახის მომწიფება არ ხდება, ხოლო წყლის დაბალი ტემპერატურისას (60C-ზე ნაკლები) აღინიშნება მაღალი სიკვდილიანობა, ემბრიონისა და ლიფსიტების შენელებული ზრდა. ამიტომ რენტაბელური კულტივირებისათვის წყლის ტემპერატურა 6-100C-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ორწლიანი გამოყვანისას (ბუნებრივი კვებისას ან 30%-მდე პროტეინებით კვებისას) ეს ფორმა სასაქონლო მასას - 150-200 გრ-ს უკვე მოშენების მეორე წლის პირველ ნახევარში აღწევს. სასაქონლო მასის მისაღწევად გამოზრდის პერიოდი კამლოოპსისთვის 10-18, ხოლო ჩვეულებრივი ცისარტყელა კალმახისთვის 17-24 თვეა.
კამლოოპსისა და ცისარტყელა კალმახის კომბინირებული მოშენება მომგებიანია, რადგან საშუალებას იძლევა წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობის შენარჩუნების ფონზე ორჯერ ნაკლებად იქნეს გამოყენებული საინკუბაციო აპარატები და თევზწარმოების სხვა მოწყობილობები.