იელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]]
[[კატეგორია:მანანისებრნი]]
+
[[კატეგორია:მანანასებრნი]]

16:41, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია

იელი

იელი – (Rhododendron luteum Sweet = Azalea pontica L.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). ფოთოლმცვენი ბუჩქია, 1-2 მ სიმაღლისა. ღერო სწორია და დატოტვილი, ფოთლები თხელია, მეტ-ნაკლებად შებუსული ზოგჯერ ჯირკვლოვანი ბეწვებითაც. ფოთლები ყვავილობის შემდეგ ვითარდება. ფოთლის ფირფიტა მოგრძო-ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ძირში შევიწროებული, 6-12 სმ სიგრძისა და 3-4.5 სმ სიგანის. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. ყვავილის მოკლე ყუნწი და ჯამი ძლიერ ჯირკვლოვანია. გვირგვინი ყვითელია,3-4.5 სმ დიამეტრის. გარედან ჯირკვლოვანი. ყვ. ნაყ. IV-VIII კახეთში ფართოდ არის გავრცელებული – მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე. იზრდება ტყის პირას, ნატყევარ ადგილებში, არის ბუჩქნარების შემადგენლობაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა მშრალი, უტყეო რეგიონებისა.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები