საკურთხეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სამკვეთლო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
* სანთელი.
 
* სანთელი.
  
===მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი==
+
===მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი===
 
სავარძელი, რომელიც ტრაპეზის აღმოსავლეთ კედელთან, შემაღლებულ ადგილზე დგას. მოასწავებს იესოს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას მამის მარჯვნივ. მასზე დაჯდომის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და ისიც წირვის დროს, როდესაც იკითხება სამოციქულო.
 
15:50, 25 აპრილი 2017-ის ვერსია

საკურთხეველი - ტაძრის უმთავრესი ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

სარჩევი

წმიდა ტრაპეზი

მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი. ტრაპეზი საკურთხევლის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია:

მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი

სავარძელი, რომელიც ტრაპეზის აღმოსავლეთ კედელთან, შემაღლებულ ადგილზე დგას. მოასწავებს იესოს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას მამის მარჯვნივ. მასზე დაჯდომის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და ისიც წირვის დროს, როდესაც იკითხება სამოციქულო.

სამკვეთლო

საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული შესაფერისი სამოსით შემკობილი მაგიდა, რომელზედაც სრულდება კვეთა, ანუ ზიარების საიდუმლოსათვის პურისა და ღვინის შემზადება. სამკვეთლო იმ გამოქვაბულს გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ გოლგოთას ბორცვსაც, სადაც ევნო და ჯვარს ეცვა. აქ ასვენია ყველა ჭურჭელი და საგნები, რომლებიც ზიარებისთვისაა საჭირო. ესენია:

კოვზი - არის სიმბოლო იმ ლერწმისა, რომლითაც ქრისტეს წყლის მაგივრად მიაწოდეს ძმარში დასველებული ღრუბელი.

პინაკი - ძვირფასი ლითონისაგან გაკეთებული ყურიანი ფიალა, რომლითაც ზიარების დროს მდუღარებას უმატებენ ღვინოს.

ღრუბელი - ორია: ერთი საღმრთო ჭურჭელთა განსაწმენდად, მეორე კი ღვთისმსახურებისას დაცვენილ ნაწილთა მოსაგროვებლად იხმარება, რათა ფეშხუმსა და ბარძიმში, ან ოდიკზე რაიმე არ დარჩეს. ასეც განმარტავენ: „რათამცა ახსოვდეთ ყოველ ქრისტიანთა ღრუბელი იგი, რომელთაც ძმარი და ნაღველი განზავებული მისცეს მაცხოვარსა ურიათა ჯვარსა ზედა სასმელად.“ ღრუბლით წმენდენ ბარძიმსაც.

IV. სადიაკონო - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები