მანძილმზომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მანძილმზომი''' – ადგილმდებარეობაზე უშუალო გაზომვების გარე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ხელსაწყოები]] | [[კატეგორია:სამხედრო ხელსაწყოები]] | ||
| + | [[კატეგორია:საზომი ხელსაწყოები]] | ||
| + | [[კატეგორია:მანძილის საზომი ხელსაწყოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:01, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
მანძილმზომი – ადგილმდებარეობაზე უშუალო გაზომვების გარეშე ობიექტამდე მანძილის გასაზომი ხელსაწყო.
გამოიყენება საარტილერიო სროლების, ბომბდაშენის, ტოპოგრაფიული აგეგმვის დროს. აგრეთვე – ნავიგაციაში, ასტრონომიაში, ფოტოგრაფიასა და სხვა.
განარჩევენ შუქურ, რადიო, აკუსტიკურ, ოპტიკურ-მექანიკურ მანძილმზომებს.
- შუქური მანძილმზომების ყველაზე გავრცელებული სახეა ლაზერული (კვანტური) მანძილმზომები, რომელთა მოქმედება დაფუძნებულია გაშვებული და ობიექტიდან არეკლილი იმპულსის ინტერვალის ფიქსაციაზე. მათი გაზომვების დიაპაზონი 30 მ-დან 25 კმ-მდეა, სიზუსტე 5 მ, წონა 15-20 კგ (ბინოკლი) და 1,5-2 კგ (ბინოკლ-მანძილმზომი).
- რადიო-მანძილმზომებში გამოიყენება რადიოტალღები პასიური და აქტიური არეკვლით, იმპულსური და უწყვეტი გამოსხივებით.
- წყალში მანძილის გასაზომად გამოიყენება აკუსტიკური (ულტრაბგერითი) მანძილმზომები.
- ოპტიკურ-მექანიკური მანძილმზომებიდან ყველაზე ფართო გავრცელება პოვა ბინოკულარულმა (სტერეოსკოპურმა) და მონოკულარულმა მანძილმზომებმა, გაზომილი მანძილის შესაბამისად 0,01 და 0,1% გაზომვის სიზუსტით.