სამღვდელო შესამოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:სამღვდელო შესამოსელი]]
+
[[კატეგორია:საღვთისმსახურო შესამოსელი]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული სიმბოლიზმი]]
 
[[კატეგორია:ქრისტიანული სიმბოლიზმი]]

16:07, 26 აპრილი 2017-ის ვერსია

სამღვდელო შესამოსელი - ღვთისმსახურების დროს სამღვდელონი იმოსებიან შესაფერისი სამოსლით: დიაკვანი იცვამს სტიქარს, გინგილას და სამკლავეებს ანუ საბუხრეებს; მღვდელი იცვამს კვართს, ოლარს, საბუხრეებს და ფილონს; ეპისკოპოსი - კვართს, ბისონს, ოლარს, საბუხრეებს და ომოფორს, ენქერს, მიტრას და გულზე იკეთებს პანაღიას.

სამღვდელო შესამოსლებია ორი სახის თავსაბურავიც: სკუფია და კამილავკა.

სტიქარი არის გრძელი და ფართოსახელოიანი ჩასაცმელი;

კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ფერის ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოვებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდლებს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

ოლარი გულზე ჩამოსაკიდი ორად მოკეცილი გინგილაა, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებით იკვრება. გინგილაც და ოლარიც ღვთის მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს და მღვდელს ოლარის გარეშე, ისევე როგორც დიაკვანს,გინგილას გრეშე, არანაირი მსახურება არ შეუძლია. სამღვდელო შესამოსელს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგ.: სტიქარი, ფილონი და ბისონი მოგვაგონებს იმ სამოსელს, რომლითაც შემოსეს იესო ქრისტე ჯვარზე გაკვრის წინ; სკუფია, კამილავკა და მიტრა კი - ეკლის გვირგვინს, რომელიც დაადგეს თავზე (P.S. თითოეულ სამღვდელმსახურო სამოსზე დაწვრილებით იხ. სამოსელის პირველი ასოს მიხედვით, მაგ.: ფილონი ასო „ფ“-ზე, კვართი ასო „კ“- ზე და ა.შ.)


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები