სამხედრო სოციოლოგია
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სამხედრო მეცნიერებები]] | [[კატეგორია:სამხედრო მეცნიერებები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო დისციპლინები]] | [[კატეგორია:სამხედრო დისციპლინები]] | ||
| + | [[კატეგორია:მეცნიერების დარგები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:56, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
სამხედრო სოციოლოგია – სპეციალური სოციოლოგიური დისციპლინა. სწავლობს სამხედრო ურთიერთობებს და პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში, როგორც შედარებით ერთიან ორგანიზმში და ამასთანავე საზოგადოების განუყოფელ ნაწილში.
სამხედრო სოციოლოგია იკვლევს მშვიდობისა და ომიანობის დროს საზოგადოებასა და არმიას შორის ურთიერთობების კანონზომიერებას და მექანიზმებს. ასევე, შეიარაღებული ძალების შიგნით საჯარისო კოლექტივებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულებას. ამავდროულად, ზოგად თეორიულ მეთოდებთან ერთად, სამხედრო სოციოლოგია ფართოდ იყენებს მათემატიკური მეცნიერების, კიბერნეტიკის, სტატისტიკის სპეციალურ მეთოდებს, ემპირიულ კვლევებს და პროცედურებს.
სამხედრო სოციოლოგია წარმოადგენს სოციოლოგიის დარგს და მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხედრო მეცნიერებასთან, სოციალურ და სამხედრო ფსიქოლოგიასთან და ცოდნის სხვა სფეროებთან.
ჩვეულებრივ, სამხედრო სოციოლოგიის სტრუქტურაში გამოყოფენ 3 დონეს: მის ზოგად, სპეციალურ (კერძო) და კონკრეტულ თეორიებს.