სარგებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სარგებელი''' - ნივთიერი მონაგარი ანუ ხეირი. განუმარტავია BE. ს...)

16:59, 26 აპრილი 2017-ის ვერსია

სარგებელი - ნივთიერი მონაგარი ანუ ხეირი.

განუმარტავია BE. სარგებელი ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა სარგებელთა: სულიერთა ანუ ჴორციელთა, წესიერთა, გინა უწესოთა (უწესურთა CqD), მოსაღვაწთა, გინა მოსახვეჭელთა: ს უ ლ ი ე რ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი არს პირველად წმიდათა წერილთა აღსრულება და მუშაკობა და ჴელთსაქმარი; (+ ჴ ო რ ც ი ე ლ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი არს მუშაკობავე და ჴელთსაქმარი C) ყოველთათვის განზოგებით და სხვა უმეტესი ჴორცთათვის უცოდველი ქრთამი, ვასხი არა ვახშითურთ (ვაშხითურთ D) და მომადლებულთაგან მაგიერი; წ ე ს ი ე რ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი არს მუშაკობავე მიწისა და ვენაჴთა: ღალა, მიზდი ყოვლისავე საჴმ(ა)რისა, ხარკი მეფეთაგან, ძღვენი მთავართათვის და სარეწავი ჴელოსანთათვის; უ წ ე ს უ რ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი ხარკზე ნამეტნაობა, შესაწერი უდები, მუყა ხვასტაგთა და აღნადგინები ვალისა; მ ო ს ა ღ ვ ა წ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი არს ნათხოვნი ნებსით მიცემული ნამუშაკევი(ვე) დიდითა ჭირითა ნაშოვნი თვინიერ ცოდვისა; მ ო ნ ა ხ ვ ე ჭ ი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი არს ნატაცები სხვათა, ნარბევი თემთა, წანართმევი გლეხთა. რამეთუ ვ ა ლ ი ეწოდების კაცმან კაცსა ზედა (კაცზე D) რაჲცა სიკეთე ქ(მ)ნას (+ და C) თანა–აც გარდაჴდა; ხოლო ვ ა ს ხ ი არს, ვინცა ვეცხლი და რაჲცა სხვა ივალოს და წესიერი სარგებელი მისცეს; ა ღ ნ ა დ გ ი ნ ე ბ ი არს ვასხისა უწესურად აღება ანგა(ა)რებით, ხოლო ვ ა ხ შ ი გამოწვლილვით ვასხის ვასხთაგან სარგებელი მამოსასაგან (მამონათაგან CaqD; + აღებული C) CD. See also: ესარგებლა, ისარგებლა, რგება, [სულიერი სარგებელი, [მუყა ხვასტაგთა, [მოსაღვაწი სარგებელი, [მონახვეჭი სარგებელი, [უწესური სარგებელი, [წესიერი სარგებელი, ღუაწლი, ხუეჭა1, [ჴორციელი სარგებელი

(30, 13 იერემ.) რგების მომცემი ZAa.

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

ლექსიკონი ქართული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები