არხნიშნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | [[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | ||
[[კატეგორია:ოჯახი]] | [[კატეგორია:ოჯახი]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 21:25, 26 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
არხნიშნა (არხჷნშნა) - აფხ .კერიის საკიდი ჯაჭვი, მეგრ. ნაჭა. დიდი ოჯახის ერთობლიობის სიმბოლო. ეს ჯაჭვები სხვადასხვა ფორმისა და ზომის წრიული რგოლებისგან შედგებოდა, ზოგჯერ მათ ციფრ 8-ის ფორმა ჰქონდათ. შუაში მრგვალი და უფრო დიდი ზომის რგოლი უკეთდებოდა, რომელზედაც საკიდელი იყო გაკეთებული. საკიდელზე ქვაბს კიდებდნენ და შემდეგ, ცეცხლიდან რა სიშორეზეც უნდოდათ, რგოლზე ამაგრებდნენ. აფხაზებში კერა მუდმივი ცეცხლით და კერის ჯაჭვით - წმინდა ადგილი და წმინდა ნივთი იყო. კერასთან სხვადასხვა საოჯახო ღვთაების ლოცვები ეწყობოდა. პატარძლისათვის „კერიასთან ზიარება“ აუცილებელი პირობა იყო. ოჯახი ქალიშვილს მზითევში კერის ჯაჭვს აუცილებლად ატანდნენ.