გორის განძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]]
 
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]]
[[კატეგორია:საქართველოში აღმოჩენილი განძები]]
+
[[კატეგორია:საქართველოში არქეოლოგიური ]]

23:08, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია

გორის განძი - არქეოლოგიური ძეგლი თარიღდება XV ს. ბოლო მეოთხედით. აღმოაჩინა მოქალაქე მ. ბიძინაშვილმა 1935 წ. შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს, მ. ცხაკაიას (ყოფ. სემინარიის) ქუჩასა და სასაფლაოს შორის.

გორის განძი შეიცავს დაახლოებოთ 10000 ც (6 კგ) დაკნინებული წონის ბილონურ მონეტას. გორის განძის მეშვეობით მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა XV ს. ქართული ნუმიზმატიკური ძეგლის მანამდე უცნობი უნიკალური ნიმუშები – ქართველ მეფეთა და ფეოდალთა; კერძოდ, ალექსანდრე I (1412-43 წწ), ვახტანგ IV (1443-46 წწ.), გიორგი VIII (1446-66; 1466-78 წწ), ბაგრატ VI (1466–78 წწ.). ყვარყვარეს (1451-98 წწ.). კონსტანტინე II (1478-1505 წწ.) მიერ მოჭრილი მონეტები.

გორის განძი შეიცავს XV ს-ის თურქული აყჩებისა და შირვანული თანგების მინაბაძებსა და გაურკვეველ ანეპიგრაფიკულ მონეტებსაც. ერთ-ერთ მონეტაზე (ადრიანოპოლში მოჭრილი თურქული აყჩეს მინაბაძი) გაირკვა თარიღი (წ.ჰ. 886–1481 წ) მონეტების ნაწილი დაკარგულია, ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი – გორის მუზეუმში და პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის ნუმიზმატიკურ ფონდში.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები