გორის განძი
(ახალი გვერდი: '''გორის განძი''' - არქეოლოგიური ძეგლი თარიღდება XV ს. ბოლო მეოთხ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]] | [[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]] | ||
| + | [[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:10, 26 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
გორის განძი - არქეოლოგიური ძეგლი თარიღდება XV ს. ბოლო მეოთხედით. აღმოაჩინა მოქალაქე მ. ბიძინაშვილმა 1935 წ. შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს, მ. ცხაკაიას (ყოფ. სემინარიის) ქუჩასა და სასაფლაოს შორის.
გორის განძი შეიცავს დაახლოებოთ 10000 ც (6 კგ) დაკნინებული წონის ბილონურ მონეტას. გორის განძის მეშვეობით მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა XV ს. ქართული ნუმიზმატიკური ძეგლის მანამდე უცნობი უნიკალური ნიმუშები – ქართველ მეფეთა და ფეოდალთა; კერძოდ, ალექსანდრე I (1412-43 წწ), ვახტანგ IV (1443-46 წწ.), გიორგი VIII (1446-66; 1466-78 წწ), ბაგრატ VI (1466–78 წწ.). ყვარყვარეს (1451-98 წწ.). კონსტანტინე II (1478-1505 წწ.) მიერ მოჭრილი მონეტები.
გორის განძი შეიცავს XV ს-ის თურქული აყჩებისა და შირვანული თანგების მინაბაძებსა და გაურკვეველ ანეპიგრაფიკულ მონეტებსაც. ერთ-ერთ მონეტაზე (ადრიანოპოლში მოჭრილი თურქული აყჩეს მინაბაძი) გაირკვა თარიღი (წ.ჰ. 886–1481 წ) მონეტების ნაწილი დაკარგულია, ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი – გორის მუზეუმში და პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის ნუმიზმატიკურ ფონდში.