აშაფსა-ხοაფხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აშაფსა-ხοაფხა''' - აფხ. „სისხლის ფასის საშუალებით აღზრდილი“...)
 
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კატეგორია:აფხაზური წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:აფხაზური წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:უხუცესთა საბჭო]]
 
[[კატეგორია:უხუცესთა საბჭო]]
 +
[[კატეგორია:ხალხური სამართალი]]

მიმდინარე ცვლილება 22:34, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

აშაფსა-ხοაფხა - აფხ. „სისხლის ფასის საშუალებით აღზრდილი“. სისხლ-მესისხლეობის დროს უხუცესთა საბჭოს ჩარევის მიუხედავად, თუ მოსისხლე მხარეთა შერიგება უშედეგოდ მთავრდებოდა, მკვლელს დაზარალებულის ოჯახში მოულოდნელად შეჭრა შეეძლო. იგი ეცდებოდა, მოკლულის დედის, დის ან ცოლის ძუძუზე ტუჩების ძალადობით მიდებას, რის შედეგადაც ან მკვლელის დედის, დის ან ცოლის მოკლულის ოჯახში მოულოდნელად შესვლისა და პირველივე ბავშვის მკერდზე მიკვრით ან მისთვის ძუძუს პირში ჩადებით სისხლ-მესისხლეობის შეწყვეტის მიზეზი შეექმნათ. ამით ორ მტრულად განწყობილ ოჯახებს შორის სისხლის აღების ტრადიციული წესი ძალას კარგავდა, რადგან ხელოვნური დანათესავების ჩვეულება მყარდებოდა და გარკვეული უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები ეკისრებოდათ. ე.ი. აშაფსა-ხοაფხა ან თვით მკვლელი ან მოკლულის ოჯახის მცირეწლოვანი წევრი ხდებოდა.თუმცა, ამით უკმაყოფილება არ ამოიწურებოდა. მკვლელს მედიატორების მიერ დადგენილი სისხლის ფასიც უნდა გადაეხადა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები