აბრამადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აბრამადი''' – ''(შდრ. ეზოსმოძღვარი, მოურავი, ნაზირი)''. სულხ...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
   
 
   
====ლიტერატურა====  
+
==ბიბლიოგრაფია==  
 
*სულხან-საბა ორბელიანი 1991: 37, 561;  
 
*სულხან-საბა ორბელიანი 1991: 37, 561;  
 
*ჩუბინაშვილი 1890 (1984): 3;  
 
*ჩუბინაშვილი 1890 (1984): 3;  
ხაზი 14: ხაზი 14:
 
:::::::::::დ. კლდიაშვილი
 
:::::::::::დ. კლდიაშვილი
  
====წყარო====
+
 
 +
==წყარო==
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  
  
 
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
 
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]

19:48, 29 აპრილი 2017-ის ვერსია

აბრამადი(შდრ. ეზოსმოძღვარი, მოურავი, ნაზირი). სულხან-საბას განმარტებით, ა. იგივე ეზოსმოძღვარი, ნაზირია, ხოლო ნაზირთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხნის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქვიან“. დავით და ნიკო ჩუბინაშვილების ლექსიკონებშიც ა. იგივე ნაზირი და სალაროს ნაზირია (რუს. дворецкий, управитель). ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, აბრამადის, ანუ სახლთუხუცესის განსაგებელი იყო სამეფო (სახასო) შემოსავალ-გასავალი; მას ეკითხებოდა სამეფო კარის წესების დაცვა, სხდომების ორგანიზება. მის უშუალო ხელქვეითებად ეჯიბის ქვემორე მოხელენი ითვლებოდნენ. იქვე განმარტავს ეზოსმოძღვარის ფუნქციებს, რომლებიც შინაარსობრივად სრულიად ფარავს ა-ისას, მხოლოდ ემატება მეფის „ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“ განმგებლობაც. როსტომის (1632-1658) დროს შემოტანილი ყიზილბაშური სამოხელეო ტერმინების ძველი შესატყვისების ჩამოთვლისას ვახუშტი ეზოსმოძღვარს ნაზირს უფარდებს. ტერმინი აბრამადი წყაროებში XI ს-დან გვხვდება. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ 1083 წ. პეტრიწონის ქართული მონატრისათვის დადებულ ტიპიკონში ა. მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალთაგანია. იგი ტიპიკონის ქართულ ტექსტში იკონომისთან და განმგესთან ერთად იხსენიება, ხოლო ბერძნულში ა-ს შეესიტყვება ეპიტროპოსი ან იკონომისი. XII-XIII სს-ის სეტის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერის თანახმად, ხსენებული ხატი მოუჭედავთ „იონას აბარმადობის და მიქელა ჭურას ნაცვალობის დროს“. ამ მასალების მიხედვით, ა-ის ქართული შესატყვისი მონასტრის მოურავი („გამგე“, „ეკონომისი“) უნდა იყოს. ამ შესატყვისობითაა ჩანაცვლებული ა. XII ს-ით დათარიღებულ ერთ-ერთ ლიტურგიკულ ხელნაწერზე დართულ კოლოფონშიც, სადაც ნათქვამია, რომ კლარჯეთში მდებარე სვეტის უდაბნოს ჰყოლია საკუთარი მოურავი ანტონი, რომელსაც მონასტრის საფასით ხანცთის სკრიპტორიუმში გადაუწერინებია ხსენებული ხელნაწერი. ამავე შინაარსიით დასტურდება ა. XII-XIII სს-ის ქართულ დოკუმენტურ წყაროებში. თამარ მეფის მიერ გელათისათვის ბოძებულ სიგელში (1187) მოხელეთა შორის იხსენიება „აჯამეთის აბრამადი“, რაც მიანიშნებს, რომ აჯამეთის სამეფო ნაკრძალებს ა-ები (იგივე იკონომისები ანუ მოურავები) და მათი ხელქვეითი ტყისმცველები განაგებდნენ.


ბიბლიოგრაფია

  • სულხან-საბა ორბელიანი 1991: 37, 561;
  • ჩუბინაშვილი 1890 (1984): 3;
  • ჩუბინაშვილი 1961: 132, 311;
  • ვახუშტი 1973: 20, 22, 32;
  • შანიძე 1971: 147, 153, 173;
  • თაყაიშვილი 1937: 267-268;
  • ხეც, შ-4999, ფ. 664;
  • ქისკ 1984: 7;
  • ანთელავა 2002: 75.
დ. კლდიაშვილი


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები