აცეტილენი
(→წყარო) |
|||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:აირები]] | [[კატეგორია:აირები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ალკენები]] |
მიმდინარე ცვლილება 23:24, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
აცეტილენი − (ინგლ. Acetylene < ლათ. acet (um) ძმარი და ინგლ. ethylene ეთილენი), ნახშირ-წყალბადით (C2H2) გაჯერებული უფერო შხამიანი აირი უსიამოვნო სუნით. დუღილის ტემპერატურა – 83,8°C. შეკუმშვისას ფეთქდება. ინახავენ აირბალონებში, რომელიც ავსებულია დიატომური მიწით (კიზელგურით) ან გააქტიურებული ნახშირით. სიმკვრივე 1,171 კგ/მ3. ჰაერთან ნარევში (2,3-80,7% მოცულობის მიხედვით) ფეთქებადსაშიშია. ნორმალურ პირობებში ჰაერზე მსუბუქია, ცუდად იხსნება წყალში. აცეტილენი გამოიყენება: ლითონების საჭრელად და შესადუღებლად; ავტონომიურ სანათებში კაშკაშა, თეთრი შუქის მისაღებად, სადაც ის წარმოიქმნება კალციუმის კარბიდისა და წყლის შერევით (კარბიდის სანათური); ასაფეთქებელი ნივთიერებების მისაღებად (აცეტილენიდი); ძმრის მჟავას, ეთილის სპირტის, გამხსნელების, პლასტმასების, კაუჩუკის, სურნელოვანი ნახშირწყალბადების მისაღებად და სხვ.