ლაკვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:წყლის რეზერვუარი]] | [[კატეგორია:წყლის რეზერვუარი]] | ||
+ | [[კატეგორია:რეზერვუარები]] |
13:39, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ლაკვა (ღრუდო) – კლდეში ამოჭრილი დიდი ქვევრის მსგავსი წყლის რეზერვუარი. საუკეთესო ნიმუშები შემორჩენილია დავითგარეჯის ლავრაში (ნათლისმცემელი, დოდოს რქა). აქაური ბერები კლდეში გაჭრილი ღარების მეშვეობით ლაკვაში აგროვებდნენ წვიმის წყალს, რომელიც შემდეგ სასმელად გამოიყენებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.