ბაუმოლის დაავადება
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''„ბაუმოლის დაავადება“ ''' - („Bowmole’s desease”) | + | '''„ბაუმოლის დაავადება“ ''' - („Bowmole’s desease”), უკავშირდება მომსახურების სფეროში ხელფასის ზრდის უზრუნველყოფის საკითხში წარმოქმნილ სიძნელეებს: ამ სფეროში ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებაში, რაც გამოწვეულია ეკონომიკის მესამეულ სექტორში შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედარებით დაბალი ტემპებით. მაგ., [[აშშ]]-ის მომსახურების სფეროს კერძო სექტორის მუშაკები ხელფასის სახით იღებენ [[მრეწველობა]]ში დასაქმებულთა გამომუშავების 67%-ს; [[იაპონია|იაპონიაში]] ეს მაჩვენებელი ნაკლებია 7-ით, ხოლო გფრ ში - 15%-ით. დასავლეთის ეკონომიკურ ლიტერატურაში აღნიშნული მოვლენა პირველად გააანალიზა ცნობილმა ეკონომისტმა ბაუმოლმა. მან დაასაბუთა მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებისა და მომსახურების სფეროებს შორის ხელფასის დონის სხვაობის მუდმივი დაცვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, მომსახურებასთან შედარებით საქონლის წარმოების სფეროში შრომის მწარმოებლურობის უპირატესი ზრდის საფუძველზე. აღნიშნული მოვლენა ცნობილია „ბაუმოლის დაავადების” სახელწოდებით. |
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:შრომის ანაზღაურება]] |
მიმდინარე ცვლილება 16:46, 30 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
„ბაუმოლის დაავადება“ - („Bowmole’s desease”), უკავშირდება მომსახურების სფეროში ხელფასის ზრდის უზრუნველყოფის საკითხში წარმოქმნილ სიძნელეებს: ამ სფეროში ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებაში, რაც გამოწვეულია ეკონომიკის მესამეულ სექტორში შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედარებით დაბალი ტემპებით. მაგ., აშშ-ის მომსახურების სფეროს კერძო სექტორის მუშაკები ხელფასის სახით იღებენ მრეწველობაში დასაქმებულთა გამომუშავების 67%-ს; იაპონიაში ეს მაჩვენებელი ნაკლებია 7-ით, ხოლო გფრ ში - 15%-ით. დასავლეთის ეკონომიკურ ლიტერატურაში აღნიშნული მოვლენა პირველად გააანალიზა ცნობილმა ეკონომისტმა ბაუმოლმა. მან დაასაბუთა მატერიალურ-ნივთობრივ წარმოებისა და მომსახურების სფეროებს შორის ხელფასის დონის სხვაობის მუდმივი დაცვის მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, მომსახურებასთან შედარებით საქონლის წარმოების სფეროში შრომის მწარმოებლურობის უპირატესი ზრდის საფუძველზე. აღნიშნული მოვლენა ცნობილია „ბაუმოლის დაავადების” სახელწოდებით.