სტიგლერი ჯორჯ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „სტიგლერი ჯორჯ“ გადაიტანა გვერდზე „ჯორჯ სტიგლერი“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ჯორჯ სტიგლერი“ გადაიტანა გვერდზე „სტიგლერი ჯორჯ“ გადამისამართე...) |
21:38, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია
სტიგლერი ჯორჯ- (1911- 1991) (Stigler George) – ამერიკელი ეკონომისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1982) საბაზრო სტრუქტურების, ბაზრების ფუნქციონირების, სახელმწიფო რეგულირების შედეგების კვლევაში შეტანილი ნოვატორული წვლილისათვის.
მისი ძირითადი ნაშრომებია:„წარმოებისა და განაწილების თეორია“ (1941), „სარგებლიანობის თეორიის განვითარება“ (1951), „ეკონომიკური მეცნიერების ისტორიის ნარკვევები“ (1956), „ინდუსტრიის ორგანიზაცია“ (1968), „ინფორმაციის ეკონომიკური თეორია“ (1970), „პიროვნება და სახელმწიფო“ (1975) და სხვ.