ბელინი ვინჩენცო
(ახალი გვერდი: ვინჩენცო ბელინი '''ვინჩენცო ბელინი''' - (ი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბელინი ვინჩენცო“ გადაიტანა გვერდზე „ვინჩენცო ბელინი“) |
17:33, 1 მაისი 2017-ის ვერსია
ვინჩენცო ბელინი - (იტალ. Vincenzo Bellini) (3. XI. 1801, კატანია, სიცილია, – 23. IX. 1835, პიუტო, პარიზის მახლობლად), იტალიელი კომპოზიტორი, მამამისი დირიჟორი იყო, პაპა – ორგანისტი და კომპოზიტორი.
ბელინი სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. დაწერა 11 ოპერა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია განთქმული „ნორმა“ (1831, „ლა სკალას“ თეატრი, მილანი). ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის აღმავლობის პირობებში ბელინის ოპერები ხშირად პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა.
ცნობილი ოპერებია „პირატი“, „კაპულეტი და მონტეკი“, „სომნაბულა“, „პურიტანები“. ბელინი ბელკანტოს უდიდესი ოსტატი, ამ სტილის ოპერის ერთ-ერთი კლასიკოსია. მისი მუსიკის საფუძველს წარმოადგენს მოქნილი, პლასტიკური მელოდია.
გამოჩენილი იტალიელი მომღერლები ბელინის ნაწარმოებებზე სრულყოფენ საშემსრულებლო ხელოენებას.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")