ისტორიული სკოლა
(ახალი გვერდი: '''„ისტორიული სკოლა“''' - (historical school), XIX საუკუნის გერმანელ ეკონომის...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ეკონომისტთა გაერთიანებები]] |
15:57, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია
„ისტორიული სკოლა“ - (historical school), XIX საუკუნის გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი, რომელთა გამოკვლევებმა, განსაკუთრებით კი მეთოდოლოგიამ ძლიერი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ მეცნიერებაზე გერმანულენოვან ქვეყნებში. ამ სკოლის ფუძემდებლები ვ. როშერი, ბ. ჰილდებრანდი, კ. კნისი და სხვები აქცენტს ისტორიულ ასპექტებზე აკეთებდნენ და თვლიდნენ, რომ ისტორიულ გამოკვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მოვლენის ეკონომიკურ ანალიზში. ისინი აკრიტიკებდნენ კლასიკურ სკოლას იმ თვალსაზრისით, რომ იგი ეკონომიკურ ანალიზში აქცენტს ეკონომიკურ კანონებზე აკეთებდა. ისტორიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის გ. შმოლერის აზრით, ა. სმითმა და დ. რიკარდომ ეკონომიკური საქმიანობის სფერო შემოფარგლეს მხოლოდ კერძო ინტერესებისა და პირადი სარგებლობის პოზიციით. ისტორიული სკოლა საზოგადოების განვითარების ეკონომიკურ ისტორიას ეკონომიკური მოვლენების მრავალმხრივი ასპექტების კვლევის საფუძვლად მიიჩნევდა.