მელქაძე ვალერიანი
(ახალი გვერდი: '''მელქაძე ვალერიანი''' (Melkadze Valerian), (დ. 1912 - გ. 1981), საქართველოს მეცნიერ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვალერიან მელქაძე“ გადაიტანა გვერდზე „მელქაძე ვალერიანი“ გადა...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ეკონომისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ეკონომისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:მელქაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:30, 12 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
მელქაძე ვალერიანი (Melkadze Valerian), (დ. 1912 - გ. 1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1977), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1975). დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი (1937).
1946-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 1948-1963 წლებში იმყოფებოდა - პარტიულ და ხელმძღვანელ სამუშაოებზე. იყო საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსი (1958-1960), თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის - დეკანი (1960-1963), საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1963-1981).
ვ. მელქაძემ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური მეცნიერების ახალ დარგს − რეგიონალურ ეკონომიკას; შეიმუშავა შიდარესპუბლიკური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ეროვნული შემოსავლის ანალიზური კვლევის მეთოდი; ორიგინალური ნაშრომები შექმნა ეკონომიკის მართვის, პროგნოზირების, წარმოების სპეციალიზაციისა და კომპლექსური განვითარების პრობლემებზე.
[რედაქტირება] ძირითადი შრომებია:
„კანონზომიერებები საქართველოს ეროვნული შემოსავლის წარმოებაში”. თბ., 1974 (რუსულ ენაზე);
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კომპლექსური პროგრამა”. თბ., 1975;
„საქართველოს საზოგადოებრივი პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის რეგიონალური სტრუქტურა”. თბ., 1978.