გაჩეჩილაძე რევაზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაჩეჩილაძე რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ გაჩეჩილაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ გაჩეჩილაძე“ გადაიტანა გვერდზე „გაჩეჩილაძე რევაზ“ გადამ...) |
23:27, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია
რევაზ გაჩეჩილაძე – (Revaz Gachechiladze), ქართველი დიპლომატი, 1998-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, 2005-2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, 2014-2016 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, 2016-2020 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში.
დაიბადა 4 მაისი, 1943 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1960-1965 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მიიღო აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის კვალიფიკაცია;
1965-1968 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში; დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (1969);
1973-1974 – სტაჟირება ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯში.
სამუშაო გამოცდილება:
1968-დან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრა/დეპარტამენტი – ასისტენტიდან პროფესორამდე (1990-დან – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, 1993-1998 – კათედრის გამგე);
1997-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2008-2016 – საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი; br />
2009-2010 – საგანგებო დავალებათა ელჩი.
ფლობს: რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, თურქულ, პოლონურ და სხვა ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები: სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი (1999 წლიდან);br /> მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2002) მონოგრაფიისათვის The New Georgia: Space, Society, Politics. UCL Press, London (1995); br /> ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი (2010) მონოგრაფიისათვის „ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა“, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, (მე-2 გამოცემა, 2008); br /> საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009-2018) და წევრი (2018 წლიდან).
არის 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 20 მონოგრაფიის) ავტორი.