ბრეტონი ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბრეტონი ანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ანდრე ბრეტონი“)

10:27, 2 მაისი 2017-ის ვერსია

ანდრე ბრეტონი

ბრეტონი ანდრე - (ფრ.BRETON ANDRÉ. 1896 - 1966). XX საუკუნის ფრანგი მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი, სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ანდრე ბრეტონი დაიბადა 1896 წელს. თავის წიგნებში „მარყუჟი 17“ (1945) და „ნათურა საათში“ (1948) აკრიტიკებდა ბურჟუაზიულ საზოგადოებას და ამტკიცებდა, რომ პიროვნება თავისუფლებას იძენს მხოლოდ ინტუიტიურ აქტებში (ძილი, ბოდვა და ა. შ.).

თავად ბრეტონს უშუალოდ თეატრთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ იგი, როგორც საუკუნის პირველ ნახევარში კულტურაში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე, დაახლოებული იყო ფრანგ დრამატურგებსა და თეატრის თეორეტიკოსებთან. მისი დიდი გავლენა შეინიშნება სხვადასხვა თაობის თეატრის მოღვაწეებზე. თუმცაღა მისი მნიშვნელობა, როგორც სიურრეალიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსის და იდეოლოგისა, დიდი მნიშვნელობის გახლდათ არა მხოლოდ ფრანგული თეატრალური სამყაროსათვის.

მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო იგი ხშირად შედიოდა კონფლიქტში სხვადასხვა ხელოვანებთან, მათ შორის საკუთარი ლიტერატურული ჯგუფის წევრებთანაც. ბრეტონისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეტამორფოზებს, მუდმივ გარდაქმნასა და ცვალებადობას. სიმბოლოს ხშირად ფატალური მნიშვნელობა, ზოგჯერ კი არქეტიპული დატვირთვა ენიჭებოდა. ბრეტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთ სუბსტანციას, რომელსაც იოლი ტრანსფორმაციის საშუალება გააჩნია (მისი იდეების ხორცშესხმა ფრანგ ხელოვანთა გარდა კარგად შეინიშნება ესპანელ ლუის ბენიუელთან და სალვადორ დალისთან).

ბრეტონმა საკუთარი ძალები კინემატოგრაფშიც სცადა და შექმნა კიდეც სიურრეალისტური ფილმები. მრავალრიცხოვან თეორიულ სტატიებსა თუ ზეპირ გამოსვლებში მან საკუთარი თეორიული კონცეფციები ჩამოაყალიბა.

ანდრე ბრეტონი გარდაიცვალა 1966 წელს.

წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები