შურღაია ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Khdavituri გვერდი „შურღაია ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ შურღაია“)
(მომხმარებელმა Khdavituri გვერდი „ზურაბ შურღაია“ გადაიტანა გვერდზე „შურღაია ზურაბ“ გადამისამართ...)

16:05, 22 დეკემბერი 2022-ის ვერსია

შურღაია ზურაბ

შურღაია ზურაბ – (Shurgaia Zurab), ქართველი დიპლომატი, 2004-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში
დაიბადა 29 აგვისტო, 1950 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1968-1973 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი;
1976-1980 – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ინსტიტუტის არაბული ქვეყნების ეკონომიკის ფაკულტეტი; 1978-1980 – იორდანია, ამანის უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1973-1976 – საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ „სოიუზდორპროექტის“ უფროსი ინჟინერი;
1980-1981 – იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საბჭოთა კავშირის საელჩოს ეკონომიკური აპარატის მრჩეველი;
1981-1984 – სირიის არაბთა რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის საელჩოს ეკონომიკური აპარატის მრჩეველი;
1984-1985 – თბილისის გაერთიანება „ეკრანის“ მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილე;
1986-1989 – საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მე-3 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე;
1990-1997 – სახელმწიფო კონცერნ „ვარძიის“ ვიცე-პრეზიდენტი ლიბიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხებში;
1997-1998 – კომპანია „ექსიმეტალის“ გენერალური დირექტორი;
1998-1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია-აფრიკისა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ევრაზიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემების სამმართველოს უფროსი;
2000-2004 – საქართველოს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ვიცე-პრეზიდენტი;
2009-2010 – ყაზახური აქტივის „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე-ბათუმის საზღვაო პორტის დირექტორი;
2010-2012 – ყაზახეთის საპატიო კონსული დასავლეთ საქართველოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; 2011-2012 – კომპანია „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორის მრჩეველი;
2012-2018 – ბათუმის საზღვაო პორტისა და ნავთობტრემინალის ყაზახური აქტივების მმართველი.
ფლობს: არაბულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
==წყარო==
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები