სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 21:07, 13 იანვარი 2023 მდგომარეობით

„სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება“ — („other public socail and personal services“), გაეროს CCLR-ის მიხედვით - სპეციალური განყოფილება, რომელშიც შედის: კანალიზაცია და ნარჩენების ლიკვიდაცია, სანიტარიული გადამუშავება და სხვა მომსახურება (ქუჩებისა და გზების დაგვა, მორწყვა, ავტოსტრადებისა და აეროპორტების გაწმენდა თოვლისა და ყინულისაგან და ა.შ.).

კომერციული, სამეწარმეო და პროფკავშირული ორგანიზაციების მომსახურება, რელიგიური, პოლიტიკური ორგანიზაციების, სხვა საწევრო ორგანიზაციების (ომის ვეტერანთა, ახალგაზრდობის, სტუდენტური, კინომოყვარულთა, მებაღეობის მოყვარულთა, მუსიკისა და მხატვრობის მოყვარულთა ასოციაციები და სხვ.), საქმიანობა, დასვენებისა და გართობის, კულტურისა და სპორტის ორგანიზაცია (კინო და ვიდეოფილმების გადაღება და გავრცელება, კინოფილმების დემონსტრაცია, საქმიანობა რადიოს და ტელევიზიის სფეროში, ხელოვნების, კულტურის სფეროში, ბეჭდვითი სააგენტოების საქმიანობა, სპორტული საქმიანობა, დასვენებასა და გართობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა), საფეიქრო და ბეწვეულის ნაწარმის რეცხვა, მშრალი წმენდა და ღებვა, საპარიკმახეროებისა და კოსმეტიკური სალონების მომსახურება, დაკრძალვის ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული მომსახურება, საუნების, თურქული და ორთქლის აბანოების, მასაჟის კაბინეტების, სტრესული მდგომარეობის მოხსნის კაბინეტების, წონაში დაკლების სალონების, საქორწინო ბიუროების და სხვა მომსახურება.


[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები