დანიელიანი აიკანუშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დანიელიანი აიკანუშ ბაღდასარის ასული''' - (3 (15). XII. 1893, თბილისი, – ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დანიელიანი აიკანუშ“ გადაიტანა გვერდზე „აიკანუშ დანიელიანი“)

16:59, 3 მაისი 2017-ის ვერსია

დანიელიანი აიკანუშ ბაღდასარის ასული - (3 (15). XII. 1893, თბილისი, – 19. IV. 1958, ერევანი), სომეხი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი (1939), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946). 1920 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1922-32 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1933-48-ერევნისა. 1943-51 ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი (1949-იდან პროფესორი). პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“ და „ლატავრა“), ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელი, (1928); ანუში (ტიგრანიანის „ანუში“), ოლიმპია (ჩუხაჯიანის „არშაკ II“), ანტონიდა (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“) და სხვ. გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი. იყო დ. არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები