გაბრიელ III (საფარელი)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]] |
22:30, 25 იანვარი 2023-ის ვერსია
გაბრიელ III (საფარელი) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1065-1080), ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის მეფობის ხანაში: „გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათოლიკოს-პატრიარქად გაბრიელ“. მის მიერ დამტკიცებულია მეფე გიორგი II-ის შიომღვიმის მონასტრისადმი 1072 წ. მიცემული შეუვალობის განახლების სიგელი. დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაბრიელ III-სა და მისი წინამორბედის, გიორგი III ტაოელის კათოლიკოსობის დროს საქართველოს ეკლესიაში მძიმე მდგომარეობა იყო – შეინიშნებოდა სიმონია და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებით: „წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა“.
ზ. აბაშიძე
წყაროები და ლიტერატურა
მატიანე ქართლისაი, „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ.,
1955; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1968.
იხილე აგრეთვე
გაბრიელ III (კათალიკოს-პატრიარქი)