ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ალექსი-მესხიშვილები]] | [[კატეგორია:ალექსი-მესხიშვილები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი მხატვრები]] | ||
22:17, 26 იანვარი 2023-ის ვერსია
ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე - (1742-1808) – მწერალი და მწიგნობარი, მგალობელი, მხატვარი, წიგნთა მკაზმავი. დავით რექტორის ძმა. ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808), 1771 წელს ერეკლე მეფის მიერ გაგზავნილ ამალას გაჰყვა რუსეთში. წერდა ნუსხურადაც და მხედრულადაც. 1770 წ. ბელოთში გადაწერა ოთხთავი (Q 268), 1773 წელს ასტრახანში გადაწერა ბაუმეისტერის „ლოგიკა“ (A 15). მისი გადაწერილია მარხვის მეტაფრასი (A 276), 1788 წ. მისი დახატული წმ. ბარბარეს ხატი დღეს ანჩისხატის ტაძარშია.
1795 წ. აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ანჩისხატის ხატი ზურგზე მოკიდებული მცხეთაში აიტანა და ასე გადაარჩინა. 1802 წ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა უბოძა ოქროს გულის ჯვარი და კუნკული და დაუნიშნა პენსია. სოლომონი არის „ქადაგებათა“ ავტორი, მას ეკუთვნის ლექსი „ეტრფის მთიებსა“.
ერთხანს სიონის ტაძარში მოღვაწეობდა. დაკრძალულია ანჩისხატში.