ბორზალი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბორზალი||ბორძალი''' ''(მეგრ.)'' – ბოძალი – ორწვერა [[ისარი]] ან [[შუბი]] – წმ. | + | '''ბორზალი||ბორძალი''' ''(მეგრ.)'' – ბოძალი – ორწვერა [[ისარი]] ან [[შუბი]] – [[წმინდა გიორგი|წმ. გიორგი]]ს, როგორც მეხმტყორცნელის, განუყოფელი [[ატრიბუტი]]. |
| + | |||
მეგრელთა შეხედულებით, ჭექა-ქუხილის ჟამს თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი ზეცაში დაქროდა და ავსულებს ამ იარაღით ხოცავდა (შდრ.: აფხაზური „[[აფი|ა-ფი]]“, „აბჷრზალი“). იმავე შეხედულების თანახმად, მეხნაკრავ ადგილს წმ. გიორგის ბორზალის ნაკვალევი ამჩნევია. | მეგრელთა შეხედულებით, ჭექა-ქუხილის ჟამს თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი ზეცაში დაქროდა და ავსულებს ამ იარაღით ხოცავდა (შდრ.: აფხაზური „[[აფი|ა-ფი]]“, „აბჷრზალი“). იმავე შეხედულების თანახმად, მეხნაკრავ ადგილს წმ. გიორგის ბორზალის ნაკვალევი ამჩნევია. | ||
მიმდინარე ცვლილება 01:55, 29 იანვარი 2023 მდგომარეობით
ბორზალი||ბორძალი (მეგრ.) – ბოძალი – ორწვერა ისარი ან შუბი – წმ. გიორგის, როგორც მეხმტყორცნელის, განუყოფელი ატრიბუტი.
მეგრელთა შეხედულებით, ჭექა-ქუხილის ჟამს თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი ზეცაში დაქროდა და ავსულებს ამ იარაღით ხოცავდა (შდრ.: აფხაზური „ა-ფი“, „აბჷრზალი“). იმავე შეხედულების თანახმად, მეხნაკრავ ადგილს წმ. გიორგის ბორზალის ნაკვალევი ამჩნევია.
სამეგრელოში ბორძალი წმ. გიორგის სახელობის, თითქმის, ყველა ეკლესიაში ინახებოდა, ხოლო სოფ. ხეთის (ხობის რ-ნი) წმ. გიორგის ეკლესია ამ იარაღის ერთგვარ საწყობსაც კი წარმოადგენდა. ხალხის რწმენით, ბორზალი ტაძარში ყოველწლიურად თავად წმინდანს მოჰქონდა; რაც უფრო მეტ იარაღს მოიტანდა, ის წელიწადი მით უფრო იღბლიანი იქნებოდა. გარდა ამისა, სამეგრელოში არსებობდნენ გვარები, რომელთაც ილორის წმ. გიორგის ეკლესიისთვის ნაჭედი რკინის ისრები უნდა შეეწირათ. მეგრულში სიტყვა ბორზალი||ბორძალი მეხის სინონიმიცაა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნ. აბაკელია. ქრისტიანული წმინდანები დასავლურ-ქართულ რწმენა-წარმოდგენებში (წმინდა გიორგი) // მაცნე. ისტორიის სერია. № 3. 1985, გვ. 149-150;
- ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 369;
- ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. თბ., 1994.