გიორგი XII

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი XII''' – (10.10.1746-28.12. 1800); ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში; [[ერეკლ...)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
1799 წ. მან თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს, შეეცვალათ ტრაქტატის პირობები, ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში, ოღონდ კი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ოფიციალურად მიიღო გიორგი XII-ს მიერ შეთავაზებული პირობები, ტახტის მემკვიდრედ მისი ვაჟი დავითი დაამტკიცა, მაგრამ ამავე დროს საიდუმლოდ აცნობა კავკასიის ხაზის [[სარდალი|სარდალს]], რომ გიორგი XII-ის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ძე ტახტზე არ აეყვანათ. დარეჯან დედოფლის დაჟინებული მოთხოვნით 1791 წ. მიღებული მემკვიდრეობითობის კანონის (რომლის ძალითაც ტახტი უნდა გადასულიყო მეფის მომდევნო ძმაზე და არა შვილზე) დარღვევას ბატონიშვილთა (გიორგის ნახევარძმების) აშკარა განდგომა მოჰყვა. ისინი თავიანთ მამულებში შეიკეტნენ და გიორგი XII-ის ხელისუფლებას აღარ სცნობდნენ. [[ალექსანდრე ბატონიშვილი]], ერეკლე II-ს ძე, კი ირანში გაიქცა.  
 
1799 წ. ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის 46-ე [[ეგერები|ეგერთა]] [[პოლკი]] გენერალ ლაზარევის მეთაურობით, რომელსაც დიდი იმედებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა თავად მეფეც და [[თბილისი]]ს მთელი მოსახლეობაც. რუსეთის ჯარის შემოსვლამ ირანისა და ოსმალეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი წაქეზებით ხუნძახის ბატონი ომარ-ხან ავარიელი 20-ათასიანი ჯარით შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა მხედრობამ [[მდინარე]] იორის პირას, სოფელ კაკაბეთთან, 1800 წ. 7 ნოემბერს სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროისთვის გიორგი XII უკვე დაუძლურებული იყო და მალევე გარდაიცვალა.
+
1799 წ. ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის 46-ე [[ეგერები|ეგერთა]] [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკი]] გენერალ ლაზარევის მეთაურობით, რომელსაც დიდი იმედებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა თავად მეფეც და [[თბილისი]]ს მთელი მოსახლეობაც. რუსეთის ჯარის შემოსვლამ ირანისა და ოსმალეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი წაქეზებით ხუნძახის ბატონი ომარ-ხან ავარიელი 20-ათასიანი ჯარით შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა მხედრობამ [[მდინარე]] იორის პირას, სოფელ კაკაბეთთან, 1800 წ. 7 ნოემბერს სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროისთვის გიორგი XII უკვე დაუძლურებული იყო და მალევე გარდაიცვალა.
  
გიორგი XII ყრმობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული რელიგიურობითა და ღვთისმოსაობით: „ჯერეთ ყრმასა. უყვარდა დიდად და ტრფიალებით კითხვა მსოფლიო [საეკლესიო] მამათა ცხოვრებისა; იცოდა ზეპირად საქმენი და ღვაწლნი წმინდათა მარტვილთა, მეუდაბნოეთა, მღვდელმთავართა... დიდის დაწვლილებითა ესმოდა ღვთისმეტყველება [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლობისა]], ისტორია ქართველთა ე.ი. ქართლის ცხოვრება უწყოდა რეცა ზეპირად“. ბატონიშვილობის დროს ორჯერ მოიარა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ყველა ეკლესია-მონასტერი და ყველგან შესაწირი გასცა. იყო „დღე ყოველ ცისკრისა, წირვისა და მწუხრისა მომსმენი დაუზარებელი. უკურთხებელ სუფრისა არა მიმრთმევი არცა სადილისა, არცა ვახშმისა... დილის რვა საათიდამ მოყვებოდა და ორს საათს ილოცამდა; რომელსაცა ხატს სამთხვევლად ვერ შესწვდებოდა, ჯოხის თავს მიადებდა, იმას ემთხვეოდა“.  
 
მიმდინარე ცვლილება 00:40, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით

გიორგი XII – (10.10.1746-28.12. 1800); ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში; ერეკლე II-ისა და დედოფალ ანა აბაშიძის ძე. ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება, როგორც „მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა“, ან როგორც „მეფე სრულიად საქართველოჲსა“.

გიორგი უფლისწულობაშივე საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სახელმწიფო საქმეებში, თუმცა მოგვიანებით მამასთან რამდენიმე საკითხში უთანხმოების, კერძოდ, 1765 წ. შეთქმულთა სასტიკად დასჯის წინააღმდეგ გამოსვლის და დედოფალ დარეჯანთან დაძაბული ურთიერთობის გამო ხშირად ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო.

1770 წ. ახალციხეზე გამართული ლაშქრობისას პირადად შეეკამათა რუს გენენერალ გ. ტოტლებენს და კატეგორიულად მოსთხოვა, არ დაეტოვებინა ბრძოლის ველი. მონაწილეობდა 1786 წ. საგარეჯოში გამართულ თათბირზე, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი იხილებოდა. შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა 1789 წ. სამეფო დარბაზის სხდომაზე – ასაბუთებდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანების აუცილებლობას. ზოგიერთი თანამედროვის და შემდეგდროინდელი ავტორის აზრით, გულგრილად იქცეოდა 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის დროს, თუმცა პ. იოსელიანის მოსაზრებით, ქიზიყიდან ჯარი არ დაძრა ბრძანების მიუღებლობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ, თანამედროვეთა დახასიათებით ერეკლე II-ის ყველა შვილისგან განსხვავდებოდა გარეგნობით და ჭკუა-ზნით: „იყო სახით მშვენიერი და ტანადი, მაღალი და ბრგე სანახავი, ჭკუით და სახით საქებელი, კაცობით ცნობილი“, ტახტზე ასვლისას უკვე მძიმედ იყო დაავადებული და ყოფილი მხნეობა-ვაჟკაცობიდან თითქმის აღარაფერი შერჩენოდა. გამეფებისთანავე მისი ისედაც დაძაბული ურთიერთობა დედინაცვალთან (დედოფალ დარეჯანთან) და უფლისწულებთან (მის ნახევარძმებთან) კიდევ უფრო გამწვავდა. სნეული მეფე შეეცადა გამოესწორებინა ქვეყნის მდგომარეობა – დაიწყო სტამბის მოწყობა, შეეცადა აღედგინა ერეკლე II-ის დროინდელი მორიგე ჯარი, ცდილობდა მართლმადიდებლობის დანერგვას სომხებში, იბრძოდა ქვეყანაში გავრცელებული ირანული წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ, სურდა მოწინააღმდეგე თავადების, ბატონიშვილების და დედოფალ დარეჯანის დამორჩილება; რუსეთისგან ითხოვდა 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და საქართველოში ჯარის შემოყვანას. იმედი ჰქონდა, რომ ამ ჯარის მეშვეობით გადაწყვეტდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს. სამწუხაროდ, გიორგი XII-ს სახელმწიფოს მართვის ძალა აღარ შესწევდა და თავისი გეგმების განხორციელება ვეღარ შეძლო.

1799 წ. მან თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს, შეეცვალათ ტრაქტატის პირობები, ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში, ოღონდ კი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ოფიციალურად მიიღო გიორგი XII-ს მიერ შეთავაზებული პირობები, ტახტის მემკვიდრედ მისი ვაჟი დავითი დაამტკიცა, მაგრამ ამავე დროს საიდუმლოდ აცნობა კავკასიის ხაზის სარდალს, რომ გიორგი XII-ის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ძე ტახტზე არ აეყვანათ. დარეჯან დედოფლის დაჟინებული მოთხოვნით 1791 წ. მიღებული მემკვიდრეობითობის კანონის (რომლის ძალითაც ტახტი უნდა გადასულიყო მეფის მომდევნო ძმაზე და არა შვილზე) დარღვევას ბატონიშვილთა (გიორგის ნახევარძმების) აშკარა განდგომა მოჰყვა. ისინი თავიანთ მამულებში შეიკეტნენ და გიორგი XII-ის ხელისუფლებას აღარ სცნობდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ს ძე, კი ირანში გაიქცა.

1799 წ. ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის 46-ე ეგერთა პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით, რომელსაც დიდი იმედებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა თავად მეფეც და თბილისის მთელი მოსახლეობაც. რუსეთის ჯარის შემოსვლამ ირანისა და ოსმალეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი წაქეზებით ხუნძახის ბატონი ომარ-ხან ავარიელი 20-ათასიანი ჯარით შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა მხედრობამ მდინარე იორის პირას, სოფელ კაკაბეთთან, 1800 წ. 7 ნოემბერს სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროისთვის გიორგი XII უკვე დაუძლურებული იყო და მალევე გარდაიცვალა.

გიორგი XII ყრმობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული რელიგიურობითა და ღვთისმოსაობით: „ჯერეთ ყრმასა. უყვარდა დიდად და ტრფიალებით კითხვა მსოფლიო [საეკლესიო] მამათა ცხოვრებისა; იცოდა ზეპირად საქმენი და ღვაწლნი წმინდათა მარტვილთა, მეუდაბნოეთა, მღვდელმთავართა... დიდის დაწვლილებითა ესმოდა ღვთისმეტყველება მართლმადიდებლობისა, ისტორია ქართველთა ე.ი. ქართლის ცხოვრება უწყოდა რეცა ზეპირად“. ბატონიშვილობის დროს ორჯერ მოიარა აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ყველა ეკლესია-მონასტერი და ყველგან შესაწირი გასცა. იყო „დღე ყოველ ცისკრისა, წირვისა და მწუხრისა მომსმენი დაუზარებელი. უკურთხებელ სუფრისა არა მიმრთმევი არცა სადილისა, არცა ვახშმისა... დილის რვა საათიდამ მოყვებოდა და ორს საათს ილოცამდა; რომელსაცა ხატს სამთხვევლად ვერ შესწვდებოდა, ჯოხის თავს მიადებდა, იმას ემთხვეოდა“.

მისი ბრძანებით ჩატარდა მოსახლეობის აღწერა და დაწესდა ფულადი გადასახდი, რომელიც, მართალია, სამეფო სახლის აგებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ მთლიანად დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა.

გიორგი XII დაკრძალულია სვეტიცხოველში.

გ. ოთხმეზური
ზ.აბაშიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ, 4, თბ., 1974;
  • საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978;
  • Акты, собранные Кавказской археографической комиccией, под редакцией A. Бepжe, т. I-XII, Tфл. 1866-1904 гг.;
  • Дубровин H., Георгий ХII, последний царь Грузии и присоединение ее к России, СПб, 1897.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები