გაბადაძე ვასილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვასილ გაბადაძე“ გადაიტანა გვერდზე „გაბადაძე ვასილი“ გადამისა...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Vasil gabadadze dekanozi.JPG|thumb|'''დეკანოზი ვასილი გაბადაძე''']]
 
'''გაბადაძე ვასილი''' – (07.03.1875-18.09.1958), [[დეკანოზი]]. დაიბადა [[მღვდელი|მღვდლის]] ოჯახში. 1891 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წ. 1 სექტემბერს სოფელ კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წ. 14 ივნისს სოფელ კვალითის ჭაბუკთას წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ გაამწესეს. 1896 წ. 17 იანვრიდან სოფელ გოდოგნის ეკლესიაში მსახურობდა. 1902 წ. 23 სექტემბერს სოფელ კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წ. 15 აგვისტოს იმერეთის [[ოქროპირიძე ლონგინოზ|ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე)]] დიაკვნად აკურთხა. 1913 წ. 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფელ ოჯალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა. [[საქართველო]]ს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მოძღვრის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე – ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ასევე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს, ავადმყოფებს კი მკურნალობდა. 1925 წ. სოფელ ზემო ოფშკვითის წმ. გიორგის ტაძარში დაინიშნა. 1928 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1929 წლიდან სოფელ ოფშკვითის ოლქის მთავარხუცესია და სოფელ საყულიის მთავარანგელოზთა ტაძარში მსახურობს. 1930 წ. 1 სექტემბრიდან აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1945 წ. [[კალისტრატე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე)]] ლოცვა-კურთხევით კვლავ განაგრძო მოღვაწეობა და ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1947 წ. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმ. გიორგის ეკლესია, რ-ის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას [[ენქერი]]თ დაჯილდოვდა. მიტროპოლიტი ეფრემი მის შესახებ წერდა: „არის შნოიანი, ლაზათიანი და ამ ბოლო დროს ბეჯით-მუყაითად მომპყრობი საქმისადმი. გთხოვთ 48 წლის ნამსახურ მოძღვარს უბოძოთ ენქერი“. 1956 წ. მიწურულს, კათოლიკოს-პატრიარქ [[მელქისედეკ III კათოლიკოს-პატრიარქი|მელქისედეკ III]]-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და [[ქაშვეთის ეკლესია|ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრი]]ს კრებულში დაინიშნა. დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:35, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით

დეკანოზი ვასილი გაბადაძე

გაბადაძე ვასილი – (07.03.1875-18.09.1958), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1891 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წ. 1 სექტემბერს სოფელ კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წ. 14 ივნისს სოფელ კვალითის ჭაბუკთას წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ გაამწესეს. 1896 წ. 17 იანვრიდან სოფელ გოდოგნის ეკლესიაში მსახურობდა. 1902 წ. 23 სექტემბერს სოფელ კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წ. 15 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1913 წ. 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფელ ოჯალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მოძღვრის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე – ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ასევე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს, ავადმყოფებს კი მკურნალობდა. 1925 წ. სოფელ ზემო ოფშკვითის წმ. გიორგის ტაძარში დაინიშნა. 1928 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1929 წლიდან სოფელ ოფშკვითის ოლქის მთავარხუცესია და სოფელ საყულიის მთავარანგელოზთა ტაძარში მსახურობს. 1930 წ. 1 სექტემბრიდან აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1945 წ. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით კვლავ განაგრძო მოღვაწეობა და ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1947 წ. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმ. გიორგის ეკლესია, რ-ის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას ენქერით დაჯილდოვდა. მიტროპოლიტი ეფრემი მის შესახებ წერდა: „არის შნოიანი, ლაზათიანი და ამ ბოლო დროს ბეჯით-მუყაითად მომპყრობი საქმისადმი. გთხოვთ 48 წლის ნამსახურ მოძღვარს უბოძოთ ენქერი“. 1956 წ. მიწურულს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრის კრებულში დაინიშნა. დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები