სინაი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სინა''' - (ეგვიპ.) „კბილი“. სინას მთაც კბილის ფორმისაა. იგი მართ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Sinas mTa.JPG|მარჯვნივ|250პქ|]]
 
'''სინა''' - (ეგვიპ.) „კბილი“. სინას მთაც კბილის ფორმისაა. იგი მართლმადიდებელ ქრისტიანთა თავშესაფარი გახდა იმ დროიდან (დაახლოებით მე-3 საუკუნიდან), როცა არაბების შემოტევა დაიწყო [[იერუსალიმი – როგორც რელიგიის წმინდა ქალაქი|იერუსალიმზე]]. პირველი [[ეკლესია]] მე-3 საუკუნეში სინას მთაზე იმ ადგილას ააშენეს, სადაც მოსემ იხილა ცეცხლწაკიდებული მაყვლის ბუჩქი. მაყვლის ბუჩქი იქვე ახლოს გადანერგეს, რომ მშენებლობას არ დაეზიანებინა. აღსანიშნავია, რომ სინას მთაზე სხვაგან არსად არის მაყვალი.
 
15:22, 5 მაისი 2017-ის ვერსია

Sinas mTa.JPG

სინა - (ეგვიპ.) „კბილი“. სინას მთაც კბილის ფორმისაა. იგი მართლმადიდებელ ქრისტიანთა თავშესაფარი გახდა იმ დროიდან (დაახლოებით მე-3 საუკუნიდან), როცა არაბების შემოტევა დაიწყო იერუსალიმზე. პირველი ეკლესია მე-3 საუკუნეში სინას მთაზე იმ ადგილას ააშენეს, სადაც მოსემ იხილა ცეცხლწაკიდებული მაყვლის ბუჩქი. მაყვლის ბუჩქი იქვე ახლოს გადანერგეს, რომ მშენებლობას არ დაეზიანებინა. აღსანიშნავია, რომ სინას მთაზე სხვაგან არსად არის მაყვალი.

მეექვსე საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორის, იუსტინიანეს დროს, სინას მთაზე აშენდა წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარი. ქართველებმა კი სინას მთაზე დამკვიდრება დაიწყეს მე-9 საუკუნიდან, როცა არაბების შემოსევის გამო ქართველებმა დატოვეს პალესტინა. ერთ-ერთი ქართული ეკლესიის აგებას სინას მთაზე მიაწერენ წმ. დავით აღმაშენებელს. სწორედ ამ მონასტერშია ფრესკა, სადაც გვერდიგვერდ არიან დახატული წმ. გიორგი და წმ. დავით აღმაშენებელი. მე-15 საუკუნემდე სინას მთაზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა. მე-15 საუკუნიდან კი სინას მთაზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა. მე-15 საუკუნიდან კი სინას მთაზე მხოლოდ თითო-ოროლა ქართველი მოღვაწეღა დარჩა.

1984 წლის 26 მაისს სინას მთაზე ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქმა და პაპმა მიიწვია დიდი მეუფე ჩვენი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ილია II. უწმინდესმა სინას მთაზე აღმოაჩინა ძველი ქართული ხელნაწერებით სავსე რვა ყუთი, რომლებიც ელოდებიან ქართველი მეცნიერების მიერ მათ შესწავლასა და დახარისხებას.

სინას მთა (უფლის მთა) და სინას უდაბნოც ორივე რიყიან არაბეთში მდებარეობს. ეგვიპტიდან გამოსვლის ოცდამეათე დღეს ებრაელები მივიდნენ სინას მთასთან, სადაც უფალი გამოეცხადა ებრაელებს და მისცა მოსეს ქვის ორ ფიქალზე დაწერილი სჯული ანუ ათი მცნება.

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები