გიორგი გიორგის ძე (კალიგრაფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი გიორგის ძე''' – (XVIII-XIX სს. მიჯნა), კალიგრაფი, მოღვაწეობდა [...)
 
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
* ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 1, თბ., 1957.
 
* ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 1, თბ., 1957.
  
==წყარო==  
+
 
[[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)]]
+
== წყარო ==
 +
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]

23:10, 30 იანვარი 2023-ის ვერსია

გიორგი გიორგის ძე – (XVIII-XIX სს. მიჯნა), კალიგრაფი, მოღვაწეობდა სამეგრელოს მთავარ დადიანთა კარზე. მოღწეულია მისი გადაწერილი ორი ხელნაწერი – პარაკლიტონი (Q-63) და კრებული (Q-62), რომლის მხოლოდ შუა ნაწილია გიორგი გიორგის ძის გადაწერილი. პირველი ხელნაწერის ანდერძში გიორგი გიორგის ძე ვრცლად მოგვითხრობს თავისი თავგადასავლის შესახებ და წერს: „განმიგრძდა მწირობაჲ ჩემი ქვეყანასა მას მეგრელთასაო“, რაც იმას მიანიშნებს, რომ იგი სამეგრელოს მკვიდრი არ არის. შემდგომ თავისი მოღვაწეობის ადგილის შესახებ აღნიშნავს: „აღიწერა პალატსა სამეუფოსა თაკვესას, ჴელითა მდივანი გიორგის ძე მდივანი გიორგისათა“. აქედან თითქოს ჩანს, რომ გიორგის მამაც მდივანი ყოფილა, თუ სიტყვა „მდივანი“ შეცდომით არაა ორჯერ ჩაწერილი. კრებული მას გადაუწერია 1807 წ., ხოლო პარაკლიტონი გადაწერილია სამეგრელოს მთავრის, გ. დადიანის ბრძანებით. იქვე მითითებულია, რომ გ. დადიანის „მიერ იპყრობებოდა ყოველივე ოდიშ-ლეჩხუმი და სვანთა თანა აფხაზეთი“. გიორგი გიორგის ძის ხელნაწერის მორთულობის თავ-ბოლო სამკაულებში ევროპული მოტივები იჩენს თავს.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 1, თბ., 1957.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები