აშოტ I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წმ. აშოტ კურაპალატი“ გადაიტანა გვერდზე „აშოტ კურაპალატი“)
(3 მომხმარებლების 28 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''წმ. აშოტ კურაპალატი''' - იყო საქართველოს პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელიც აშოტ პირველი დიდის სახელითაა ცნობილი. იგი. 786 წლიდან 813 წლამდე თბილისში იჯდა როგორც ერის მთავარი. 810 წელს აშოტმა თბილისიდან განდევნა არაბები, მაგრამ 813 წელს არაბებმა ისევ დაიპყრეს  თბილისი და აშოტ კურაპალატი იძულებული გახდა სამხრეთ საქართველოში გადასულიყო. აქ ქალაქი არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან  დაიწყო მისი მეფობა და თავგამოდებული ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისა და განმტკიცებისათვის. 826 წელს სამხრეთ საქართველოსაც შემოესივნენ არაბები და მოღალატეების ხელშეწყობით აშოტ დიდი კურაპალატი არტანუჯის ტაძარში მოკლეს. იგი წმიდანადაა შერაცხილი და მისი ხსენების დღეა ახალი სტლით 11 თებერვალი.
+
[[ფაილი:ASHOT KURAPALATI.JPG|thumb|წმ. მოწამე აშოტ I კურაპალატი]]
 +
'''აშოტ I დიდი''' – (კურაპალატი) (გ. 829), წმ. მოწამე (ხსენების დღე 29.01/11.02). [[ტაო]]-[[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთი]]ს [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე იყო [[ქართლი]]ს ერისმთავარი.
  
 +
სათავეში ედგა ქართლის [[ბრძოლა]]ს არაბთა წინააღმდეგ. ურთიერთობა ჰქონდა [[ბიზანტია]]სთან და „ბერძენთა მეფემ (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა) მიუბოძა კურაპალატობა“. არაბებთან ბრძოლაში თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ოჯახის წევრებისა და მცირე ამალის თანხლებით აშოტ I „წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“, მაგრამ გზად ფარავანზე შეჩერებულ აშოტ I-ს და მის ამალას თავს დაეხნენ „[[სარკინოზი|სარკინოზნი]]“. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა“. აშოტ I ბიზანტიას აღარ წავიდა და დამკვიდრდა შავშეთ-კლარჯეთში, ბაგრატიონთა დომენში, ბიზანტიის ხელდებულ ქვეყანაში, რომელიც დიდად იყო დაზარალებული არაბთა შემოსევების შედეგად. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა [[არტანუჯი (ციხე-ქალაქი)|არტანუჯი]], რომელიც [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] ააგო. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები, „ზოგი იყიდა საფასოთა, ზოგი ოჴერი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმა ქუეყანათა მათ შინა“. აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-[[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთის]] სამთავროს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: [[შავშეთი]], კლარჯეთი, ნიგალი, [[აჭარა]], ტაო, [[სამცხე]], [[ჯავახეთი]], [[არტაანი (მხარე სამხრეთ საქართველოში)|არტაანი]]. ამიერიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. იგი ბრძოლას აგრძელებდა [[შიდა ქართლი]]სათვის და აფართოებდა სამთავროს საზღვარს „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად, ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისში, როდესაც იგი ელოდა [[ლაშქარი|ლაშქრის]] შევსებას, „დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტნეს“. აშოტ I დაბანაკდა ნიგალის ხევს და ელოდა დამხმარე ძალის მოსვლას, მაგრამ შინაგამცემლებმა ეკლესიას შეფარებული აშოტ I „მოწყლეს... მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა... და სისხლი იგი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“. აშოტ I დაკრძალეს [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის ციხეში]], მის მიერ შექმნილ საძვალეში.
  
 +
აშოტ I-ის დროს სამთავროში დიდი საეკლესიო მშენებლობა დაიწყო. მან არტანუჯის ციხეში „აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. აშოტ I იყო დიდად მორწმუნე და ღვთის მოშიში. [[გიორგი მერჩულე]] აღნიშნავს, რომ იგი „ღმრთისმსახური ჴელმწიფეჲ დიდი ბაგრატონიანი აშოტ კურაპალატი, კეთილადმორწმუნეჲ“ იყო. მას შემდეგ, რაც „ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებალ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ“, აშოტ I-მა დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა [[გრიგოლ ხანძთელი]] თავის სასახლეში. აშოტ I-მა წმ. გრიგოლს „შესწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.
  
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
 
  
 +
{|
 +
|-
 +
| [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[აშოტ|აშოტ მრავალმნიშვნელოვანი]]
 +
|}
 +
== წყარო ==
 +
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
[[კატეგორია:საქართველოს წმინდა მეფეები]]
+
[[კატეგორია:წმინდანები]]
 +
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 +
[[კატეგორია:ქართლის ერისმთავრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 +
[[კატეგორია:ტაო-კლარჯეთის მეფეები]]

00:33, 31 იანვარი 2023-ის ვერსია

წმ. მოწამე აშოტ I კურაპალატი

აშოტ I დიდი – (კურაპალატი) (გ. 829), წმ. მოწამე (ხსენების დღე 29.01/11.02). ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე იყო ქართლის ერისმთავარი.

სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ. ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან და „ბერძენთა მეფემ (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა) მიუბოძა კურაპალატობა“. არაბებთან ბრძოლაში თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ოჯახის წევრებისა და მცირე ამალის თანხლებით აშოტ I „წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“, მაგრამ გზად ფარავანზე შეჩერებულ აშოტ I-ს და მის ამალას თავს დაეხნენ „სარკინოზნი“. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა“. აშოტ I ბიზანტიას აღარ წავიდა და დამკვიდრდა შავშეთ-კლარჯეთში, ბაგრატიონთა დომენში, ბიზანტიის ხელდებულ ქვეყანაში, რომელიც დიდად იყო დაზარალებული არაბთა შემოსევების შედეგად. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა არტანუჯი, რომელიც ვახტანგ გორგასალმა ააგო. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები, „ზოგი იყიდა საფასოთა, ზოგი ოჴერი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმა ქუეყანათა მათ შინა“. აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის სამთავროს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ამიერიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. იგი ბრძოლას აგრძელებდა შიდა ქართლისათვის და აფართოებდა სამთავროს საზღვარს „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად, ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისში, როდესაც იგი ელოდა ლაშქრის შევსებას, „დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტნეს“. აშოტ I დაბანაკდა ნიგალის ხევს და ელოდა დამხმარე ძალის მოსვლას, მაგრამ შინაგამცემლებმა ეკლესიას შეფარებული აშოტ I „მოწყლეს... მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა... და სისხლი იგი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“. აშოტ I დაკრძალეს არტანუჯის ციხეში, მის მიერ შექმნილ საძვალეში.

აშოტ I-ის დროს სამთავროში დიდი საეკლესიო მშენებლობა დაიწყო. მან არტანუჯის ციხეში „აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. აშოტ I იყო დიდად მორწმუნე და ღვთის მოშიში. გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი „ღმრთისმსახური ჴელმწიფეჲ დიდი ბაგრატონიანი აშოტ კურაპალატი, კეთილადმორწმუნეჲ“ იყო. მას შემდეგ, რაც „ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებალ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ“, აშოტ I-მა დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა გრიგოლ ხანძთელი თავის სასახლეში. აშოტ I-მა წმ. გრიგოლს „შესწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.


Logo1.JPG აშოტ მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები