გრიგოლ დიაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გრიგოლ დიაკონი''' – ქართველი საეკლესიო მწერალ...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მწერლები]]
+
[[კატეგორია:საეკლესიო მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]

16:12, 5 თებერვალი 2023-ის ვერსია

გრიგოლ დიაკონიქართველი საეკლესიო მწერალი. „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკის ავტორის ცნობით, გრიგოლ დიაკონს დაუწერია „მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევა“, რომელშიც მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი იყო გადმოცემული. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით (ს. ყუბანეიშვილი, კ. კეკელიძე, რ. სირაძე, ვ. გოილაძე), გრიგოლ დიაკონის დასახელებული თხზულება შემონახული უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაის“ მეორე ნაწილის – „ნინოს ცხოვრების“ შატბერდული რედაქციის მე-14 თავსა („აღმართება პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაჲ“) და „კლარჯულ მრავალთავში“. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ ხანს მეცნიერები „ქრონიკის“ ძირითად ნაწილს მეფე მირიანის სიცოცხლეში შექმნილ ნაწარმოებად თვლიან, მასში დამოწმებული გრიგოლ დიაკონიის თხზულება, „ქრონიკაზე“ ადრე, მე-IV ს. 20-იან წლებში დაწერილად უნდა მივიჩნიოთ.

ვ. გოილაძე


ლიტერატურა

გოლაძე ვ., პირველი ქართული საეკლესიო თხზულება, „მნათობი“, 2003, № 5-6; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; სირაძე რ., „ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული მწერლობისა, „განთიადი“, 1989, №3; მისივე, უძველესი ქართული ნაწარმოები; ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, 1, თბ., 1992; ყუბანეიშვილი ს., გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება, ლიტერატურული ძიებანი, 2, თბ., 1945.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები