მინატექსტოლიტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ფაილი:Reaqtiuli tvitmfrinavis dzravis saqshenebi.PNG|რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის საქშენები | ფაილი:Reaqtiuli tvitmfrinavis dzravis saqshenebi.PNG|რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის საქშენები | ||
ფაილი:Dronis propelerebi.PNG|საფრენ აპარატ „დრონის“ პროპელერები | ფაილი:Dronis propelerebi.PNG|საფრენ აპარატ „დრონის“ პროპელერები | ||
| + | ფაილი:Wriuli almasis sachreli diskebi.PNG|წრიული ალმასის კბილებიანი საჭრელი დისკები | ||
| + | |||
</gallery> | </gallery> | ||
მიმდინარე ცვლილება 15:25, 12 თებერვალი 2023 მდგომარეობით
მინატექსტოლიტი (მინაპლასტიკი) – მინაქსოვილის საფუძველზე დამზადებული ტექსტოლიტი, დრეკადი ფენოვანი პლასტიკი, რომელიც მიიღება ეპოქსიდურ და ფენოლფორმალდეჰიდურ ფისებში გაჟღენთილი მინაქსოვილის ცხელი დაწნეხის მეთოდით. გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, ატმოსფერული და ქიმიური მედეგობით, მაღალი დიელექტრიკული და ელექტროსაიზოლაციო თვისებებით, აგრესიული გარემოს მიმართ მდგრადობით და სხვ.
მინატექსტოლიტი გამოიყენება დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციებში, საფანჯრე პროფილებში, ქიმიურად აგრესიული სითხეების შესანახ ტევადობებში, რადიო და ელექტროტექნიკაში, მანქანა, გემ და თვითმფრინავშენებლობაში (რეაქტიული ძრავის საქშენები, საკვამლე მილებში, სადაწნეო კოლექტორებში, ხელსაწყოების კორპუსების დასამზადებლად და სხვ. იგი საკმაოდ რთული დასამუშავებელი მასალაა, ამიტომ, ამ მიზნით გამოიყენება კორუნდის ან ალმასის კბილებიანი წრიული საჭრელი დისკები.