პოლიმერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
გადანაწილება), რაც დადებითად მოქმედებს მზიდუნარიანობაზე. პოლიმერულ მატრიცაზეა დამოკიდებული კომპოზიტური მასალის თბო- და ტენმედეგობა, აგრეთვე მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, სიმტკიცის, დიელექტრიკული და სხვა თვისებები.
 
გადანაწილება), რაც დადებითად მოქმედებს მზიდუნარიანობაზე. პოლიმერულ მატრიცაზეა დამოკიდებული კომპოზიტური მასალის თბო- და ტენმედეგობა, აგრეთვე მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, სიმტკიცის, დიელექტრიკული და სხვა თვისებები.
 
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო, კომპოზიტში მატრიცას შეარჩევენ ნაკეთობის საექსპლუატაციო პირობების მიხედვით.
 
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო, კომპოზიტში მატრიცას შეარჩევენ ნაკეთობის საექსპლუატაციო პირობების მიხედვით.
 
 
 
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[კომპოზიტური კონსტრუქციები]]
 
[[კომპოზიტური კონსტრუქციები]]
[[კატეგორია:კომპოზიტური მატრიცული მასალები]]
+
[[კატეგორია:კომპოზიტური მატრიცული მასალები]]  
[[კატეგორია:პოლიმერული მატრიცები]]  
+
 
[[კატეგორია:პოლიმერები]]
 
[[კატეგორია:პოლიმერები]]

00:45, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია

პოლიმერი – (ბერძ. polymers მრავალგვარი < poly- ბევრი და -mer ნაწილი) – მაღალმოლეკულური მასის ქიმიური ნაერთი, რომლის მოლეკულები შედგება განმეორებადი მრავალრიცხოვანი რგოლებისაგან. პოლიმერი შეიძლება იყოს არაორგანული, ორგანული, ამორფული ან კრისტალური ნივთიერებების სახით, რომლებიც შედგებიან „მონომერული ჯაჭვის რგოლებისგან“, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ან კოორდინაციული ბმებით და ქმნიან გრძელ მაკრომოლეკულას. მონომერული რგოლების რაოდნეობა პოლიმერში (პოლიმერიზაციის დონე) უნდა იყოს საკმარისად დიდი (წინააღდეგ შემთხვევაში ნაერთი წარმოადგენს ოლიგომერს). მოლეკულა რომ პოლიმერებს მივაკუთვნოთ, ხშირ შემთხვევაში რგოლების რაოდენობა შეიძლება საკმარისად ჩავთვალოთ, თუკი მორიგი მონომერული რგოლის დამატებისას ნივთიერების მოლეკულური თვისებები არ იცვლება. როგორც წესი, პოლიმერების მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე აღწევს. შესაბამისად, მაღალი მოლეკულური მასა იძლევა უნიკალურ ფიზიკურ თვისებებს, როგორიცაა სიბლანტე, ბლანტდრეკადობა, მინის წარმოქმნა და მიდრეკილება ნახევრდკრისტალური სტრუქტურების (და არა კრისტალების) შექმნისადმი. მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა ძვირფასი თვისებების გამო პ. დამზადებულ ნაწარმს იყენებენ მრეწველობაში, მშენებლობაში, ყოფაცხოვრების მრავალ სფეროში და სხვ. პოლიმერები ნივთიერებებია, რომელთაც ერთნაირი ქიმიური შედგენილობა აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მოლეკულაში ატომების სხვადასხვა რაოდენობით.

პოლიმერული მატრიცა კომპოზიტურ მასალას ანიჭებს მონოლითურობასა და აუცილებელ ფორმას. აერთიანებს მაარმირებელ ბოჭკოებს ერთ მთლიანად და კომპოზიტს აძლევს საშუალებას მიიღოს გაჭიმვის, კუმშვის, ღუნვის, ძვრის ძაბვები. გარდა ამისა მატრიცა მონაწილეობს კომპოზიტის მზიდუნარიანობის ჩამოყალიბებაში და უზრუნველყოფს ძალვების გადაცემას ბოჭკოებისათვის. მატრიცის პლასტიკურობის გამო არ ხდება ნაკეთობაში დეფექტების ირგვლივ ძაბვების კონცენტრაცია (ხდება ძაბვების გადანაწილება), რაც დადებითად მოქმედებს მზიდუნარიანობაზე. პოლიმერულ მატრიცაზეა დამოკიდებული კომპოზიტური მასალის თბო- და ტენმედეგობა, აგრეთვე მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, სიმტკიცის, დიელექტრიკული და სხვა თვისებები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო, კომპოზიტში მატრიცას შეარჩევენ ნაკეთობის საექსპლუატაციო პირობების მიხედვით.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები