გიორგი დოდი
(ახალი გვერდი: '''გიორგი დოდი''' – (დოდისი, XII ს.), კალიგრაფი, [[იერუსალიმის ჯვრის მ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ხელნაწერის ანდერძში დასახელებულია [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორი მანოელ I კომნენოსი, [[საქართველო]]ს მეფე [[დემეტრე I]] (1125-1155), იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბოდუენ („ბულდიონ“) III (1142-1161). ხოლო ხელნაწერის გადაწერის ადგილის, გადამწერისა და თარიღის შესახებ აღნიშნულია: „''დაიწერა წიგნი ესე წმიდასა ქალაქსა იერუსალიმსა, მონასტერსა შინა ჯუარისასა, ჴელითა უცბად მჩხრეკალისა, ფრიად უღირსისა ხუცეს-მონაზონისა გიორგი დოდისათა. სრულ იქმნა ღუაწლსა წმიდათასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლის – დიმიტრისსა, იერუსალჱმს ბულდიონისსაჲ. დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და [ქრონიკონი ტოგ]''“, ე.ი. 1156 წ. | ხელნაწერის ანდერძში დასახელებულია [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორი მანოელ I კომნენოსი, [[საქართველო]]ს მეფე [[დემეტრე I]] (1125-1155), იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბოდუენ („ბულდიონ“) III (1142-1161). ხოლო ხელნაწერის გადაწერის ადგილის, გადამწერისა და თარიღის შესახებ აღნიშნულია: „''დაიწერა წიგნი ესე წმიდასა ქალაქსა იერუსალიმსა, მონასტერსა შინა ჯუარისასა, ჴელითა უცბად მჩხრეკალისა, ფრიად უღირსისა ხუცეს-მონაზონისა გიორგი დოდისათა. სრულ იქმნა ღუაწლსა წმიდათასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლის – დიმიტრისსა, იერუსალჱმს ბულდიონისსაჲ. დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და [ქრონიკონი ტოგ]''“, ე.ი. 1156 წ. | ||
− | ''''''ვ. სილოგავა | + | <gallery> |
+ | ფაილი:Didi svinaqsari gadawerili giorgi dodis mier.JPG|'''<small>დიდი სვინაქსარი, გადაწერილი გიორგი დოდის მიერ (XII ს.)</small>''' | ||
+ | ფაილი:Didi svinaqsari gadawerili giorgi dodis mier1.JPG|'''<small>დიდი სვინაქსარი, გადაწერილი გიორგი დოდის მიერ (XII ს.)</small>''' | ||
+ | </gallery> | ||
+ | '''''ვ. სილოგავა''''' | ||
მიმდინარე ცვლილება 15:20, 13 თებერვალი 2023 მდგომარეობით
გიორგი დოდი – (დოდისი, XII ს.), კალიგრაფი, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის ხუცეს-მონაზონი, ამ მონასტრის სვინაქსრის (H-1661, 25X18 სმ., 340 ფ.) გადამწერი.
გიორგი დოდის გადაწერილი სვინაქსარი ერთ-ერთი ბრწყინვალეა ქართულ ხელნაწერთა შორის. ტექსტი ნაწერია ნუსხურად, ერთ სვეტად, სინგურის უხვად გამოყენებით. ხელნაწერის მე-3 ფურცლის v-ზე შავი მელნით, მისი მთავარი სამკაული – „გოლგოთაზე“ აღმართული ჯვარი, შემოხაზული მსხვილი, ყვითელი კონტურით წარმოდგენილია თაღოვან ჩარჩოში, საფეხურებიან კვარცხლბეკზე. ჯვრის გამოსახულების ფონი სინგურია, შემკული თეთრი წნულით. თაღოვანი ჩარჩოს შემკულობის მოტივებია: უწყვეტი ტალღოვანი ყლორტი, ორივე მხარეს გამოსხმული ფოთლებით. ფოთლოვანი თავსამკაული მოთავსებულია სხვა გვერდზეც.
ხელნაწერის ანდერძში დასახელებულია ბიზანტიის იმპერატორი მანოელ I კომნენოსი, საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1155), იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე ბოდუენ („ბულდიონ“) III (1142-1161). ხოლო ხელნაწერის გადაწერის ადგილის, გადამწერისა და თარიღის შესახებ აღნიშნულია: „დაიწერა წიგნი ესე წმიდასა ქალაქსა იერუსალიმსა, მონასტერსა შინა ჯუარისასა, ჴელითა უცბად მჩხრეკალისა, ფრიად უღირსისა ხუცეს-მონაზონისა გიორგი დოდისათა. სრულ იქმნა ღუაწლსა წმიდათასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლის – დიმიტრისსა, იერუსალჱმს ბულდიონისსაჲ. დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და [ქრონიკონი ტოგ]“, ე.ი. 1156 წ.
ვ. სილოგავა
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)