დიდი ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი ოპერა''' - ფრანგ. Grand opera, გრანდ ოპერა. საოპერო ჟანრი, რომელი...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
 
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
  
[[კატეგორია:საოპერო თეატრები]]
+
[[კატეგორია:საოპერო ჟანრი]]

16:05, 8 მაისი 2017-ის ვერსია

დიდი ოპერა - ფრანგ. Grand opera, გრანდ ოპერა. საოპერო ჟანრი, რომელიც აღმოცენდა მე-19 ს. I ნახ. საფრანგეთში. მისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა, გმირულ-ისტორიული სიუჟეტები, მძაფრად კონფლიქტური სიტუაციები, ფერადოვნება და დეკორაციულობა, მასობრივი სცენების (გუნდი, ბალეტი) სიმრავლე. საფუმველი ჩაუყარა გ. სპონტინიმ ოპერით – „ვესტალი“ (1807). მნიშვნელოვანი ნიმუშები იყო ობერის „მუნჯი ქალი პორტიჩიდან“ („ფენელა“, 1828) და როსინის „ვილჰელმტელი“ (1829), ჯ. მეიერბერის ოპერები, განსაკუთრებით „ჰუგენოტები“ (1835) და სხვ.

მე-19 ს. 50-იანი წლებისათვის, საოპერო ხელმძღვანელობაში რეალისტური მიმართულების გაძლიერებასთან ერთად დიდ ოპერამ თანდათან დაკარგა წამყვანი მდგომარეობა. მაგრამ ზოგი რამ მასში სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და შემადგენელი ელემენტების სახით შევიდა „ლირიკულ ოპერაში“ (რომელიც წარმოიშვა როგორც დიდი ოპერის ანტითეზა) და მომდევნო პერიოდის მრავალი კომპოზიტორები ოპერებში (რ. ვაგნერი, ჯ. ვერდი, მ. გლინკა, პ. ჩაიკოვსკი).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები