ქრისტესისხლა
(ახალი გვერდი: '''ქრისტესისხლა''' - Chelidonium majus L. right '''ხევს. - სისხლა-ბალ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]] | + | [[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]] |
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ყაყაჩოსებრნი]] | [[კატეგორია:ყაყაჩოსებრნი]] | ||
00:15, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია
ქრისტესისხლა - Chelidonium majus L.
ხევს. - სისხლა-ბალახი, ქიზ. – ყორის ყაყაჩო, რაჭ., ლეჩხ. — ცხენისოფა, აჭარ. — ქარცეცხლა, საყვითლო, ინგ. - სურსულაი-წამალ, მეგრ. - ნაწიფუ, ნაწიფი, ჯაში ზისხირი, სვან. – მაღფი მელილდ, ჭედიშ მელილ
ქრისტესისხლა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან. ფართოდაა საქართველოს ბარში გავრცელებული. იზრდება გამეჩხრებულ ტყეებში, ბაღებში, კედლებზე, ყორეებზე. ღერო 30-90 სმ სიმაღლისაა, სწორმდგომი და დატოტვილი. ვისაც მოუწყვეტია ქრისტესისხლას ღერო, უსათუოდ შეამჩნევდა, რომ გადანაწყვეტიდან უხვად გადმოდის ნარინჯისფერი წვენი. ფოთლის ძარღვები რომ დავწყვიტოთ, აქედანაც კი გამოჟონავს ასეთივე სითხე. ქრისტესისხლას მთელი სხეული შეიცავს ასეთ ნარინჯისფერ, მწარე, შხამიან წვენს.
ფოთლები თხელია და ღია მწვანე, ქვემოდან უფრო მკრთალი, ხუთ-შვიდ ნაწილად ფრთისებრ დანაკვთული და უთანაბროდ დაკბილული. ფოთლის კენწრული ნაწილი უფრო დიდია. ქრისტესისხლას ყვითელი ყვავილები ხუთი-რვა ერთად, ქოლგის მსგავსადაა ღეროს წვერზე შეკრებილი. ჯამი ორფოთლიანია და ყვავილის გაშლისას სცვივა. გვირგვინი ოთხფურცლიანია, ბუტკოს მოკლე სვეტი აქვს. ნაყოფი ერთბუდიანი მოგრძო კოლოფია, მომწიფებისას ორი საგდულით იხსნება.