სოჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
 
+
 
+
 
+
 
+
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი]]
 
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი]]

00:16, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია

სოჭი - Abies nordmanniana (Steven) Spach

SoWi.PNG

მთ.რაჭ. — ჩიხრი, მეგრ. – გიბი, გიგიბი, სვან. – ნენ

ფიჭვისებრთა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია სოჭი. საქართველოში სოჭის ერთი სახეობა ხარობს. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მთის შუა და ზედა სარტყელში, ხშირად ნაძვთან და წიფელთან ერთად და აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ტენიან ხეობებში.

სოჭი სიმაღლეში 40-50 მ-ს აღწევს, სისქეში – 1.5 მ-ს. სხვა ფიჭვებისგან განსხვავებით ვარჯი პირამიდუ ლია და ძირიდანვე დატოტვილი. მარადმწვანეა. წიწვი ბრტყელია, 2-3 სმ სიგრძის, ზედა მხრიდან მუქი მწვანე. ქვედა მხრიდან გასდევს ორი მოვერცხლისფრო-თეთრი ზოლი. ზოლებს შორის მწვანე ქედია ამოზნექილი.

ღია ყავისფერი-მოყვითალო მდედრობითი გირჩი ცილინდრულია, სიგრძეში 10-18 სმ, ხოლო სიგანეში 3-5 სმ-ია. გირჩი სწორმდგომია. მწიფდება პირველივე - წელს და მომწიფებისას ქერქლებად იშლება. ამიტომ ხეზე გირჩის ღერძიღა შერჩება ხოლმე. მფარავი ქერქლი თხელია, დაკბილული და წაწვეტილი. ის არ არის შეზრდილი სათესლე ქერქლთან.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები