გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი''' – (XVI ს. II ნახ.), 188×84 სმ. მოოქრული [[ვერცხლი]], დაცულია საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ჯვარს, გარდა თავდაპირველი, XVI საუკუნისეული მოჭედილობისა, მოჰყვა „ქუდი“, სხვა, უფრო ადრინდელი ჯვრის ნაწილი და უფრო მოგვიანო დროის დანამატი ვერცხლის ფირფიტები, რომლითაც ჯვრის სულ ქვემო მონაკვეთი იყო შეჭედილი, წარწერის თანახმად, გივი ამილახორის ძის, გიორგის მიერ 1707 წ.. ეს ჯვარი ამილახვართა ოჯახისგან 1920 წ. შეუძენია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს. | '''გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი''' – (XVI ს. II ნახ.), 188×84 სმ. მოოქრული [[ვერცხლი]], დაცულია საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ჯვარს, გარდა თავდაპირველი, XVI საუკუნისეული მოჭედილობისა, მოჰყვა „ქუდი“, სხვა, უფრო ადრინდელი ჯვრის ნაწილი და უფრო მოგვიანო დროის დანამატი ვერცხლის ფირფიტები, რომლითაც ჯვრის სულ ქვემო მონაკვეთი იყო შეჭედილი, წარწერის თანახმად, გივი ამილახორის ძის, გიორგის მიერ 1707 წ.. ეს ჯვარი ამილახვართა ოჯახისგან 1920 წ. შეუძენია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს. | ||
| − | ჯვარი კარგად არის შემონახული. ცენტრში „ჯვარცმის“ სტანდარტული კომპოზიციაა, ოთხივე მკლავი [[წმინდა გიორგი|წმ. გიორგი]]ს მარტვილობისა და სასწაულების სცენებითაა შევსებული (უმრავლესობას განმმარტავი წარწერები ახლავს). 14 კომპოზიციიდან უმეტესობა სხვა ძეგლებიდანაც კარგადაა ცნობილი, მაგრამ არის ზოგი ისეთიც, რომლებიც საერთოდ იშვიათია, ხოლო ქართულ [[ოქრომჭედლობა]]ში არსად მეორდება (მაგ., „წმ. გიორგისგან კერპთშემუსრვა“, „წმ. გიორგის ანგელოზისაგან აღდგინება“, ანდა „წმ. გიორგის გამოეცხადა უფალი ღრუბლით გამო“). მთელი თავისი მოჭედილობით გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი XVI ს. კახური ოქრომჭედლობის ძეგლების იმ ჯგუფს უკავშირდება, რომელთაგან ერთი – თელავის მთავარანგელოზთა ხატი – 1589 წლით არის დათარიღებული. ამ ხატებისეულია ჯვარზე ფიგურათა პროპორციული აგებულება, ცალკეული ნაკვთებისა თუ სამოსლის დამუშავება და ორნამენტული სამკაული. ჯვარს თარიღი არ ახლავს, მაგრამ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებულია [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] (1574-1605) და მისი თანამეცხედრე, ქართლელი ფეოდალის, [[ბარძიმ ამილახორი|ბარძიმ ამილახვრი]]ს ასული თინათინი. ამდენად, გარკვეულია ისიც, როგორ აღმოჩნდა კახეთის საოქრომჭედლო სახელოსნოში გამოჭედილი ეს ჯვარი (თინათინის შენაწირი) [[ | + | ჯვარი კარგად არის შემონახული. ცენტრში „ჯვარცმის“ სტანდარტული კომპოზიციაა, ოთხივე მკლავი [[წმინდა გიორგი|წმ. გიორგი]]ს მარტვილობისა და სასწაულების სცენებითაა შევსებული (უმრავლესობას განმმარტავი წარწერები ახლავს). 14 კომპოზიციიდან უმეტესობა სხვა ძეგლებიდანაც კარგადაა ცნობილი, მაგრამ არის ზოგი ისეთიც, რომლებიც საერთოდ იშვიათია, ხოლო ქართულ [[ოქრომჭედლობა]]ში არსად მეორდება (მაგ., „წმ. გიორგისგან კერპთშემუსრვა“, „წმ. გიორგის ანგელოზისაგან აღდგინება“, ანდა „წმ. გიორგის გამოეცხადა უფალი ღრუბლით გამო“). მთელი თავისი მოჭედილობით გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი XVI ს. კახური ოქრომჭედლობის ძეგლების იმ ჯგუფს უკავშირდება, რომელთაგან ერთი – თელავის მთავარანგელოზთა ხატი – 1589 წლით არის დათარიღებული. ამ ხატებისეულია ჯვარზე ფიგურათა პროპორციული აგებულება, ცალკეული ნაკვთებისა თუ სამოსლის დამუშავება და ორნამენტული სამკაული. ჯვარს თარიღი არ ახლავს, მაგრამ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებულია [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] (1574-1605) და მისი თანამეცხედრე, ქართლელი ფეოდალის, [[ბარძიმ ამილახორი|ბარძიმ ამილახვრი]]ს ასული თინათინი. ამდენად, გარკვეულია ისიც, როგორ აღმოჩნდა კახეთის საოქრომჭედლო სახელოსნოში გამოჭედილი ეს ჯვარი (თინათინის შენაწირი) [[გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია|გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია]]ში, [[გორი]]ს მახლობლად. |
''თ. საყვარელიძე'' | ''თ. საყვარელიძე'' | ||
მიმდინარე ცვლილება 00:27, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით
გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი – (XVI ს. II ნახ.), 188×84 სმ. მოოქრული ვერცხლი, დაცულია საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ჯვარს, გარდა თავდაპირველი, XVI საუკუნისეული მოჭედილობისა, მოჰყვა „ქუდი“, სხვა, უფრო ადრინდელი ჯვრის ნაწილი და უფრო მოგვიანო დროის დანამატი ვერცხლის ფირფიტები, რომლითაც ჯვრის სულ ქვემო მონაკვეთი იყო შეჭედილი, წარწერის თანახმად, გივი ამილახორის ძის, გიორგის მიერ 1707 წ.. ეს ჯვარი ამილახვართა ოჯახისგან 1920 წ. შეუძენია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმს.
ჯვარი კარგად არის შემონახული. ცენტრში „ჯვარცმის“ სტანდარტული კომპოზიციაა, ოთხივე მკლავი წმ. გიორგის მარტვილობისა და სასწაულების სცენებითაა შევსებული (უმრავლესობას განმმარტავი წარწერები ახლავს). 14 კომპოზიციიდან უმეტესობა სხვა ძეგლებიდანაც კარგადაა ცნობილი, მაგრამ არის ზოგი ისეთიც, რომლებიც საერთოდ იშვიათია, ხოლო ქართულ ოქრომჭედლობაში არსად მეორდება (მაგ., „წმ. გიორგისგან კერპთშემუსრვა“, „წმ. გიორგის ანგელოზისაგან აღდგინება“, ანდა „წმ. გიორგის გამოეცხადა უფალი ღრუბლით გამო“). მთელი თავისი მოჭედილობით გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი XVI ს. კახური ოქრომჭედლობის ძეგლების იმ ჯგუფს უკავშირდება, რომელთაგან ერთი – თელავის მთავარანგელოზთა ხატი – 1589 წლით არის დათარიღებული. ამ ხატებისეულია ჯვარზე ფიგურათა პროპორციული აგებულება, ცალკეული ნაკვთებისა თუ სამოსლის დამუშავება და ორნამენტული სამკაული. ჯვარს თარიღი არ ახლავს, მაგრამ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებულია კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605) და მისი თანამეცხედრე, ქართლელი ფეოდალის, ბარძიმ ამილახვრის ასული თინათინი. ამდენად, გარკვეულია ისიც, როგორ აღმოჩნდა კახეთის საოქრომჭედლო სახელოსნოში გამოჭედილი ეს ჯვარი (თინათინის შენაწირი) გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიაში, გორის მახლობლად.
თ. საყვარელიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თაყაიშვილი ე., გორისჯვრის კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. XXXIV, თბ., 1948;
- საყვარელიძე თ., XIV-XIX საუკუნის ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987;
- Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Tб., 1957.