გძელიშვილი გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ გძელიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გძელიშვილი გრიგოლ“ გად...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გძელიშვილი გრიგოლ''' – (1865 – 24.02.1919, ქ. [[თბილისი]]), [[მღვდელი]]. | '''გძელიშვილი გრიგოლ''' – (1865 – 24.02.1919, ქ. [[თბილისი]]), [[მღვდელი]]. | ||
| + | [[ფაილი:Grigol grdzelishvili ojaxtan ertad.JPG|thumb|250პქ|'''<small>მღვდელი გრიგოლ გძელიშვილი ოჯახთან ერთად</small>''']] | ||
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1887 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წ. 13 მარტს [[საქართველო]]ს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) [[დიაკონი|დიაკვნად]] აკურთხა, იმავე წლის 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ერევნის გუბერნიაში, ეჩმიაძინის მხარეში შაგრიარის ტაძარში განაწესა. იმავე წლის 1 მაისს ხურვალეთის წმ. მარინეს ტაძარში განაწესა. 1899 წ. 1 იანვარს [[სამთავროს მონასტერი|სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრი]]ს მწირველ მოძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა მონასტერთან არსებულ ოთხწლიან დედათა სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება. კვირაში 16 გაკვეთილს ატარებდა. 1903 წ. 27 მარტს იმავე სასწავლებლის გამგედ და აღმზრდელობით დარგში უფროსად დაინიშნა. | დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1887 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წ. 13 მარტს [[საქართველო]]ს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) [[დიაკონი|დიაკვნად]] აკურთხა, იმავე წლის 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ერევნის გუბერნიაში, ეჩმიაძინის მხარეში შაგრიარის ტაძარში განაწესა. იმავე წლის 1 მაისს ხურვალეთის წმ. მარინეს ტაძარში განაწესა. 1899 წ. 1 იანვარს [[სამთავროს მონასტერი|სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრი]]ს მწირველ მოძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა მონასტერთან არსებულ ოთხწლიან დედათა სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება. კვირაში 16 გაკვეთილს ატარებდა. 1903 წ. 27 მარტს იმავე სასწავლებლის გამგედ და აღმზრდელობით დარგში უფროსად დაინიშნა. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:54, 24 თებერვალი 2023 მდგომარეობით
გძელიშვილი გრიგოლ – (1865 – 24.02.1919, ქ. თბილისი), მღვდელი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1887 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წ. 13 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ერევნის გუბერნიაში, ეჩმიაძინის მხარეში შაგრიარის ტაძარში განაწესა. იმავე წლის 1 მაისს ხურვალეთის წმ. მარინეს ტაძარში განაწესა. 1899 წ. 1 იანვარს სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა მონასტერთან არსებულ ოთხწლიან დედათა სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება. კვირაში 16 გაკვეთილს ატარებდა. 1903 წ. 27 მარტს იმავე სასწავლებლის გამგედ და აღმზრდელობით დარგში უფროსად დაინიშნა.
1903 წ. 27 ოქტომბერს საქართველოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1906 წ. 16 აგვისტოდან იმავე სასწავლებლის საქმის მწარმოებელია. 1908-1909 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის წმ. ანდრია მოციქულის კარის ეკლესიაში განაწესეს.
ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მღვდელი გძელიშვილი გრიგოლი დაჯილდოებული იყო: საგვერდულით (1893); კამილავკით (1903 წ. 6 მაისი); სამკერდე ოქროს ჯვრით (1907 წ. 15 მაისი); წმ. ანას III ხარისხის ორდენით (1914). გძელიშვილი დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- გაზ. „ივერია“, 1904, №75;
- გაზ. „სახალხო საქმე“, 1919, №466; 1920, №758;
- ჟურნ. „მწყემსი“, 1907, №9-10; სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №22700; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №42100;
- Журн., «Вестник Грузинского Экзархата», 1914, №10
- Журн. «Духовный вестник Грузинского экзархата», 1893. №10: 1899, №6; 1903, №11.