კიბოსებრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კიბოსებრები''' (Crustacea; ''ლათ.'' crusta ნაჭუჭი) – კლასი; მიეკუთვნება ფეხ...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია: მწერები]] | [[კატეგორია: მწერები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფეხსახსრიანები]] | ||
18:49, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია
კიბოსებრები (Crustacea; ლათ. crusta ნაჭუჭი) – კლასი; მიეკუთვნება ფეხსახსრიანთა (Arthropoda) ტიპს.
უპირატესად წარმოდგენილია წყლის ცხოველებით. ზოგიერთ სახეობას თავი შერწყმული აქვს მკერდთან და ერთიანი თავმკერდი (cephalothorax) იქმნება. თავზე ორი წყვილი ულვაშია ანტენულებისა და ანტენების სახით, ერთი წყვილი ზედა ყბა – მანდიბულები და ორი წყვილი ქვედა ყბა – მაქსილები. მუცელი დანაწევრებულია. კიდურების წყვილების რაოდენობა სეგმენტების რაოდენობის ტოლია. კიბოსებრების მრავალი სახეობა ჰელმინთების შუალედური მასპინძელია. ზოგიერთი მათგანი თავად არის სხვადასხვა ცხოველის პარაზიტი.