ბუზარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია: ექტოპარაზიტები]] | [[კატეგორია: ექტოპარაზიტები]] | ||
[[კატეგორია:მწერები]] | [[კატეგორია:მწერები]] | ||
| − | |||
13:13, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია
ბუზარები - (Hippobosidae; ბერძნ. hippos ცხენი + boskien კვება + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს), მწერების ოჯახი; მიეკუთვნება Puppipara-ს ქვერაზმს (ჭუპრმდებელი), Diptera-ს რაზმს. ძუძუმწოვრებისა და ფრინველის ექტოპარაზიტები.
Melophagus ovinus (ბერძნ. melon წვრილფეხა პირუტყვი + phagein კვება, ovinus ცხვრის) – სახეობა, რომელიც პარაზიტობს ცხვრის სხეულზე; მელოფაგოზის აღმძვრელი. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.
კლინიკური ნოშნები: ქავილი, დერმატიტი, მატყლის ნაწილობრივი ცვენა, სიგამხდრე. ზოგჯერ ბატკანი კვდება.
სხვა სახეობები:
Hippobosca equine (ცხენის ბუზარა),
H.canis (ძაღლის ბუზარა),
H.camelina (აქლემის ბუზარა) – ჰიპობოსკა;
Lipoptena cervi (ბერძნ. leipo დაკარგვა + ptenos ფრთები, ლათ. cervus ირემი) – ირმის ბუზარა.