აფიშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:AfiSa.jpg|thumb|250pq|აფიშა]]
+
[[ფაილი:AfiSa.jpg|thumb|250პქ|აფიშა]]
'''აფიშა''' — ერთგვარი სახის რეკლამა, რომელიც, იტყობინება მომავალის პექტაკლის ან სხვა მხატვრული თუ გასართობი სანახაობის ამბავს. აფიშას აკრავენ [[თეატრი|თეატრისა]] და სხვა სანახაობითი დაწესებულების შესასვლელთან, აგრეთვე ქუჩებში, მოედნებზე და ა.შ.
+
'''აფიშა''' — (ფრანგ. affiche – მიბმა, მიკვრა, მიმაგრება),  
  
 +
1) თავისებური განაცხადი-რეკლამა, კოორდინირებული შეტყობინება, სადაც აღნიშნულია წარმოდგენის ([[სპექტაკლი]] ან რაიმე სხვა სახის სანახაობა) გამართვის დრო, ადგილი და მონაწილეთა ვინაობა.შ.
  
 +
2) საჯარო განცხადებები ამა თუ იმ მოვლენის შესახებ (მათ შორის, სანახაობრივი, გასართობი). ცნობილია უძველესი დროიდან. [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], რომში აფიშას ხატავდნენ პაპირუსებზე, [[შენობა|შენობების]] თეთრად შეღებილ [[კედელი|კედლებზე]], სპეციალურ დაფებზე, ოთხწახნაგოვან კოლონებზე (და ა.შ.). შუა საუკუნეებში წარმოდგენების შესახებ იტყობინებოდნენ საჯარო მაცნეები.
  
 +
აფიშა პირველად [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] იქნა შემოღებული (XVI ს.). პირველხანად მასზე განთავსებული იყო ნაწარმოების (პიესის, სპექტაკლის) მხოლოდ სახელწოდება (ზოგჯერ კი სიუჟეტის მოკლე, დამაინტრიგებელი მონათხრობიც). ავტორების, მონაწილეების და სხვათა სახელები აფიშაზე გაჩნდა მხოლოდ მე-17 საუკუნეში. თუკი ქალაქში რამდენიმე თეატრი იყო, აფიშას ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე სხვადასხვა ფერად ღებავდნენ. ასე, მაგ., პარიზში „ბურგუნდიის ოტელი“ უშვებდა წითელ აფიშას, „კომედი ფრანსეზი“ – მწვანეს, „გრანდ-ოპერა“ – ყვითელს. მოგვიანებით ხმარებაში დამკვიდრდა აფიშა-პლაკატი, რომელმაც მე-18-19 სს.-ში მიაღწია ძალიან მაღალმხატვრულ დონეს. პოლიგრაფიული ბაზის სრულყოფასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში ამ სახის ილუსტრირებული აფიშა სულ უფრო მეტად გავრცელდა.
  
 +
აფიშა მრავალგვარია. ზოგი მათგანი გვაუწყებს ცალკეული სპექტაკლის, ზოგი მთლიანად [[რეპერტუარი|რეპერტუარის]] შესახებ. საპრემიერო აფიშაში მითითებულია ავტორი, შემსრულებლები, რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი, ბალეტმეისტერი, დამხმარე პერსონალი (და ა. შ.).
  
 +
აფიშის ბეჭდვა და გაკვრა სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდებოდა ორგანიზაციული და საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:რეკლამა]]

მიმდინარე ცვლილება 23:51, 3 მარტი 2023 მდგომარეობით

აფიშა

აფიშა — (ფრანგ. affiche – მიბმა, მიკვრა, მიმაგრება),

1) თავისებური განაცხადი-რეკლამა, კოორდინირებული შეტყობინება, სადაც აღნიშნულია წარმოდგენის (სპექტაკლი ან რაიმე სხვა სახის სანახაობა) გამართვის დრო, ადგილი და მონაწილეთა ვინაობა.შ.

2) საჯარო განცხადებები ამა თუ იმ მოვლენის შესახებ (მათ შორის, სანახაობრივი, გასართობი). ცნობილია უძველესი დროიდან. ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში აფიშას ხატავდნენ პაპირუსებზე, შენობების თეთრად შეღებილ კედლებზე, სპეციალურ დაფებზე, ოთხწახნაგოვან კოლონებზე (და ა.შ.). შუა საუკუნეებში წარმოდგენების შესახებ იტყობინებოდნენ საჯარო მაცნეები.

აფიშა პირველად საფრანგეთში იქნა შემოღებული (XVI ს.). პირველხანად მასზე განთავსებული იყო ნაწარმოების (პიესის, სპექტაკლის) მხოლოდ სახელწოდება (ზოგჯერ კი სიუჟეტის მოკლე, დამაინტრიგებელი მონათხრობიც). ავტორების, მონაწილეების და სხვათა სახელები აფიშაზე გაჩნდა მხოლოდ მე-17 საუკუნეში. თუკი ქალაქში რამდენიმე თეატრი იყო, აფიშას ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე სხვადასხვა ფერად ღებავდნენ. ასე, მაგ., პარიზში „ბურგუნდიის ოტელი“ უშვებდა წითელ აფიშას, „კომედი ფრანსეზი“ – მწვანეს, „გრანდ-ოპერა“ – ყვითელს. მოგვიანებით ხმარებაში დამკვიდრდა აფიშა-პლაკატი, რომელმაც მე-18-19 სს.-ში მიაღწია ძალიან მაღალმხატვრულ დონეს. პოლიგრაფიული ბაზის სრულყოფასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში ამ სახის ილუსტრირებული აფიშა სულ უფრო მეტად გავრცელდა.

აფიშა მრავალგვარია. ზოგი მათგანი გვაუწყებს ცალკეული სპექტაკლის, ზოგი მთლიანად რეპერტუარის შესახებ. საპრემიერო აფიშაში მითითებულია ავტორი, შემსრულებლები, რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი, ბალეტმეისტერი, დამხმარე პერსონალი (და ა. შ.).

აფიშის ბეჭდვა და გაკვრა სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდებოდა ორგანიზაციული და საკანონმდებლო ნორმების დაცვით.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები