ბიომექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბიომექანიკა''' – (ბერძნ. bios – სიცოცხლე, mechanike – მანქანა) – მსახიო...)
 
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
[[კატეგორია:მსახიობის ხელოვნება]]
+
[[კატეგორია:სამსახიობო ხელოვნება]]

20:21, 5 მარტი 2023-ის ვერსია

ბიომექანიკა – (ბერძნ. bios – სიცოცხლე, mechanike – მანქანა) – მსახიობის წვრთნის და სცენური განწყობის შემუშავების სისტემა. თეატრალურ ხელოვნებაში დაინერგა ვსევოლოდ მეიერხოლდის მიერ. ეს არის სპეციალური ვარჯიშების წყება (გიმნასტური, პლასტიკური, აკრობატული), რომელთა შესრულებით მსახიობის ტანი მოქნილი და გამომსახველი ხდება. ამასთანავე, ამ გზით იგი თავისუფლდება კუნთური დაძაბულობისაგან, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნასაც.

ზოგად ტრეინინგულ ამოცანებთან ერთად, ბიომექანიკა მიზნად ისახავდა მხატვრულ ამოცანებსაც. მეიერხოლდის თეატრალური ესთეტიკა მსახიობისგან მოითხოვდა როლის პლასტიკურ გახსნას, ტანის მხატვრულ ამეტყველებას. სწორედ ამ გზით მსახიობს უნდა აესახა პერსონაჟის ფსიქიკური და მენტალური თავისებურებანი. მეიერხოლდს ეს გზა მიაჩნდა სცენური შტამპების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებად.

ბიომექანიკას დიდი როლი ენიჭებოდა სარეპეტიციო პერიოდში. მისი შემწეობით ხდებოდა სცენური განწყობის შემუშავება. მსახიობს სიტყვებზე და მოვლენებზე ჯერ ტანით (პლასტიკით) უნდა მოეხდინა რეაგირება და მხოლოდ ამის შედგომ – სიტყვით ან ჟესტით.

მეიერხოლდი მოდერნისტთა შორის ერთ-ერთი იმათგანია, ვინაც შეძლო თავისი შეხედულებების არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული „დასაბუთებაც“. ამ თვალსაზრისითაც იგი უნიკალური მოვლენაა თეატრალურ კულტურაში.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები